
COMME des GARÇONS Homme Plus-ის და Nike-ის ამ მორიგი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში გავრცელდა. საქმე ეხება “Tetminator High”-ის სახელით ცნობილ, 1985 წელს შექმნილ სილუეტს, რომელსაც ბრენდები განახლებული სახით გვთავაზობენ.
კოლექციაში “Tetminator High” შავში, წითელსა და ლურჯში არის წარმოდგენილი. ფეხსაცმლის თითოეულ წყვილზე გვხვდება ბრენდინგის ელემენტები – Nike-ის ცნობილი ლოგო და ბრენდების სახელწოდების აღმნიშვნელი წარწერები. გამოქვეყნებულ კამპანიაზე კრეატიულმა დირექტორებმა რონი ქუქ ნიუჰაუსმა და კარლ ბოლანდერმა (House + Holme) იმუშავეს.


© Dover Street Market
მოდელები გაყიდვაში 1 აპრილს გამოვა და ხელმისაწვდომი იქნება როგორც მამაკაცის, ისე ქალის ზომებში. მათი შეძენა შესაძლებელი იქნება COMME des GARÇONS-ის მაღაზიებში, Dover Street Market-ის სივრცეებში და ასევე DSML E-Shop-ზე. თითოეული წყვილი $235 ეღირება.