9 თებერვარს ნიუ-იორკში მოდის კვირეულების ახალი სეზონი დაიწყო. ჩვენებების ციკლი ტრადიციულად ლონდონში, მილანსა და პარიზში გაგრძელდა. ასობით ჩვენების და არაერთი განხილვადი მომენტის შემდეგ, ოთხ დიდ ქალაქში კვირეულების სერია საფრანგეთის დედაქალაქში 5 მარტს Louis Vuitton-ის ჩვენებით დაიხურა.

2024 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონი კვლავ წარმატებული იყო ქართველი მოდელის, სამოდელო სააგენტო Look Modéls Managemént-ის გამორჩეული სახის – მატილდა გვარლიანისთვის, რომლის გამოსვლაც სხვადასხვა პრესტიჟული და მნიშვნელოვანი ბრენდის პოდიუმზე ვიხილეთ.


Altuzarra – ნიუ-იორკი

Gucci – მილანი

Dior – პარიზი

Isabel Marant – პარიზი

Louis Vuitton – პარიზი