2025 წლის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე თანამედროვე ამერიკული მოდის გამორჩეულმა ბრენდმა, PH5-მა ახალი კოლაბორაცია წარადგინა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები – CHARLES & KEITH-თან შედგა. CHARLES & KEITH – ის ფემინური, დახვეწილი სტილისა და PH5-ის ექსპერიმენტული, ინოვაციური დიზაინის გაერთიანების შესახებ სიახლეს მოდის მიმდევრები ინტერესით შეხვდნენ.

გასულ კვირას, Fashionholics Online-ის გუნდსაც მოგვეცა შესაძლებლობა პირადად დაგვეთვალიერებინა ახალი კოლაბორაცია, რომელზეც ნიუ-იორკის მოდის კვირეულის 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონიდან მოყოლებული ხშირად საუბრობდნენ.

პირველი, რაც კოლექციის დათვალიერებისას ყურადღებას იქცევს, დინამიური ფერები და ტალღოვანი სილუეტებია. CHARLES & KEITH – ის მომხმარებლებისთვის ეს უდავოდ განსხვავებული და ახალი შეთავაზებაა. მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია ყოველდღიური და პრაქტიკულია, მისი მომრგვალებული, ექსპერიმენტული ფორმები, თამამი ზომები და მწვანე და იისფერი ტონალობების მიქსი ვიზუალს განსაკუთრებულ იერს მატებს.


კოლაბორაციულ კოლექციაში გამორჩეულ ვიზუალურ ეფექტს რა თქმა უნდა ფეხსაცმელები და ჩანთები ქმნის, რომლებსაც საკმაოდ გაბედული და თვალშისაცემი სილუეტი აქვთ. ფეხსაცმლის ხაზი აერთიანებს როგორც დაბალძირიან, აგრეთვე ქუსლიან, როგორც ურბანული გარემოსთვის, აგრეთვე საღამოს ივენთისთვის შესაფერის მოდელებს. რაც შეეხება ჩანთებს, CHARLES & KEITH x PH5 ჩანთებს გამოარჩევს მომრგვალებული ნახევარმთვარის, დიდი ზომისა და ფორმის ჩანთა, რომელიც ნებისმიერ მინიმალისტურ ლუქს მეტად დასამახსოვრებელს გახდის. თუ ამ ზაფხულს თვალშისაცემ ფერად, ექსპერიმენტულ და ამავდროულად პრაქტიკულ აქსესუარს ეძებთ, ’’Toni Gradient Knotted Crescent Hobo Bag“ მშვენიერი არჩევანი იქნება.

Charles & Keith x PH5-ის კოლაბორაცია ხელმისაწვდომია თბილისში, სითი მოლში, რომელიც მდებარეობს ქავთარაძის პირველ ნომერში და ბათუმში – გრანდ მოლში, შ.ხიმშიაშვილის 29 ნომერში, CHARLES & KEITH-ის მაღაზიებში.