მსოფლიო პანდემიის პირობებში ონლაინ პლატფორმებზე მხოლოდ ჩვენებებმა არ გადაინაცვლა – CFDA-ს დაჯილდოების წლევანდელი გამარჯვებულები ვიდეომიმართვაში ტომ ფორდმა დაასახელა.

„1981 წლიდან CFDA-ს მოდის დაჯილდოვება მხარს უჭერს ინდუსტრიის ყველაზე კრეატიულ ადამიანებს. 2020 წელი კი ყველაზე განსხვავებული აღმოჩნდა, შესაბამისად ჩვენც მოგვიწია ცვლილებების განხორციელება და ფიზიკური ღონისძიების მაგივრად ვიდეოფორმატით გამოგვეცხადებინა გამარჯვებულები ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დაწყებამდე. ვინაიდან ფიზიკური ღონისძიების ორგანიზების აუცილებლობა არ გვაქვს, ჩვენს რესურსს დიზაინერების მხარდაჭერისკენ მივმართავთ, რათა მარტივად გადავატანინოთ გლობალური პანდემიის დარტყმა.“ ამბობს ტომ ფორდი, CFDA-ს თავმჯდომარე.

წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტებისა და გამარჯვებულების სრულ სიას:

წლის ქალის სამოსის ამერიკელი დიზაინერი

გამარჯვებული: Gabriela Hearst

Tatler Hong Kong

ნომინანტები: Brandon Maxwell, Marc Jacobs, Tom Ford, Ashley Olsen და Mary-Kate Olsen „The Row“ -სთვის

წლის მამაკაცის სამოსის ამერიკელი დიზაინერი

გამარჯვებული: Kerby Jean-Raymond „Pyer Moss“-ისთვის

highxtar

ნომინანტები: Brandon Maxwell, Marc Jacobs, Tom Ford, Ashley Olsen და Mary-Kate Olsen „The Row“ -სთვის

წლის აქსესუარების ამერიკელი დიზაინერი

გამარჯვებული: Telfar Clemens „Telfar“-ისთვის

Document Journal

ნომინანტები: Ashley Olsen და Mary-Kate Olsen „The Row“-ისთვის, Gabriela Hearst, Stuart Vevers „Coach“-ისთვის და  Jennifer Fisher „Jennifer Fisher Jewelry“-სთვის.

წლის დამწყები ამერიკელი დიზაინერი

გამარჯვებული: Christopher John Rogers

ნომინანტები: Peter Do, Kenneth Nicholson, Reese Cooper, და Sarah Staudinger და George „Augusto Staud“-ისთვის.

წლის ქალის სამოსის საერთაშორისო დიზაინერი

გამარჯვებული: Pierpaolo Piccioli „Valentino“-სთვის

BOF

მონინანტები: Daniel Lee „Bottega Veneta“-სთვის, Dries Van Noten, Miuccia Prada „Prada“-სთვის და Rick Owens.

წლის მამაკაცის სამოსის საერთაშორისო დიზაინერი:

გამარჯვებული: Kim Jones „Dior“-ისთვის

ნომინანტები: Craig Green, Dries Van Noten, Jonathan Anderson „Loewe“-სთვის და  Virgil Abloh „Louis Vuitton“-ისთვის.