
კარტიეს საათები საკულტო მოდელებით გამოირჩევა, თუმცა მათ შორის 1.6 მილიონ დოლარად მხოლოდ ერთი – Crash შეფასდა. მისი კვალი წარუშლელია სხვადასხვა ინდუსტრიებში, მათ შორის მუსიკაში, ხელოვნებასა და რა თქმა უნდა, მოდაში.
ჟან-ჟაკ კარტიეს ავტორობით შექმნილი საათი პირველად 1967 წელს კარტიეს ლონდონის ფლაგმანში გამოჩნდა, ლიმიტირებული წარმოებით. ზოგი საათის დიზაინს სალვადორ დალის “რბილი საათებს” უკავშირებს, ზოგი კი ამბობს, რომ ქრეშის დიზაინი Baignoire Allongée-ს უკავშირდება, რომელიც ავტოკატასტროფისა და ხანძრის შედეგად დეფორმირდა. თუმცა ფრანჩესკა კარტიე ბრიკელის წიგნში “The Cartiers”, ვკითხულობთ, რომ დიზაინი ჟან-ჟაკ კარტიესა და ხელოვან რუპერტ ემერსონის კოლაბორაციით დაიბადა.

60-იანების შემდეგ, ქრეშის წარმოება კვლავ ლიმიტირებული რაოდენობით გრძელდებოდა. მიზეზი, ექსკლუზიურობის გარდა, ურთულესი სამუშაოა. განსაკუთრებული ფორმის გამო, ყოველი საათი თავიდან ბოლომდე ხელნაკეთია. პირველი გამოშვნების შემდეგ, საათები მხოლოდ 80-იანებსა და 90-იანებში ჩაეშვა გაყიდვაში. რაც უფრო ძველი წარმოებისაა საათი, მით უფრო მაღალია მათი ფასი. მაგალითად, 1987 წლის ოქროს ქრეში აუქციონზე 175.000 დოლარად გაიყიდა, 1990 წლის ოქროს ქრეში – 116.000 დოლარად, თუმცა გამონაკლისებია, მაგალითად პლატინის ნამუშევრები, რომლებიც განსაკუთრებით იშვიათია. ერთ-ერთი ასეთი აუქციონზე 282.000 დოლარად გაიყიდა, მიუხედავად 1992 წლის წარმოებისა. ლიმიტირებულ ვერსიებში ასევე აღსანიშნია “Skeleton Crash”, რომელიც ორიგინალზე ოდნავ უფრო განიერია. აღნიშნული დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე იშვიათია და მსოფლიოში მხოლოდ 67 ცალია გამოშვებული.



გასული წლის მაისში კარტიეს ქრეშმა კარტიეს რეკორდი მოხსნა და აუქციონზე 1.6 მილიონ დოლარად გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ 1967 წლის მოდელი თავდაპირველად 800.000 ათას დოლარად იყო შეფასებული, მაღალი მოთხოვნის შედეგად ის საბოლოოდ ორმაგ ფასად გაიყიდა. მანამდე, აუქციონზე წარდგენილი ყველაზე ძვირად შეფასებული კარტიეს საათი ასევე ქრეში იყო, რომელიც 2021 წელს Sotheby’s აუქციონზე 885.000 ათას დოლარად გაიყიდა.