ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალის წითელი ხალიჩა კიდევ ერთხელ გაიხსნა. თანამედროვე კულტურის ვარსკვლავები კანში იმყოფებიან, მათ შორის არიან მოდის ინდუსტრიის სახეებიც. ფესტივალის მეორე დღეს, წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ადრიანა ლიმა. ბრაზილიელ სუპერმოდელს ბალმანის შავი კაბა ამშვენებდა.

სუპერმოდელმა ორსულობის შესახებ სიახლე თებერვალში გაასაჯაროვა. ლიმას მეორე ნახევარი პროდიუსერი ანდრე ელია. წყვილი ერთმანეთს 2021 წლიდან ხვდება.