პარასკევს ბარბერიმ მოულოდნელად გამოაქვეყნა ანალიტიკა გაყიდვების შესახებ, სადაც ნაჩვენებია, რომ ბრენდმა გააუმჯობესა მაჩვენებლები. პანდემიის პირობებში, უკვე შევეჩვიეთ სიახლეებს იმის შესახებ, რომ გაყიდვები ეცემა, რომ პროგნოზები პოზიტიური არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში, ყველაფერი პირიქითაა. ბრიტანულმა მოდის სახლმა, რომლის ფინანსური წელიც მარტის ბოლოს იხურება, განაცხადა, რომ დეკემბერში მათი გაყიდვები ჩვეულ ნორმას დაუბრუნდა და, გამონაკლისების გარდა, მსგავს ზრდას ელოდებიან სხვა თვეებშიც, რაც შემოსავლების წლიურ 28-32%-იან მატებას ნიშნავს.
ბოლო წლის განმავლობაში, ბარბერის გაყიდვები დაახლოებით 10-11%-ით შემცირდა, რაც სხვა დიდ ბრენდებთან შედარებით საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია. სრულად ინფორმაციას მაისში მივიღებთ, როდესაც ბრენდი 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მარტამდე ანგარიშს წარადგენს, თუმცა ახლა უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომპანიის შემოსავლები პანდემიამდელ ნორმას წლის ბოლომდე დაუბრუნდება.