Vogue ადასტურებს სიახლეს, რომ ბელგიელი დიზაინერი პრადას უერთდება, როგორც შემოქმედებითი თანახელმძღვანელი, რაც ნიშნავს, რომ მომავალში რაფი და მიუჩია პრადა ბრენდს შემოქმედებითად თანაბრად უხელმძღვანელებენ. ბრენდის შემოქმედებით მხარეზე ორივე აიღებს პასუხისმგებლობას. რაფი პრადას გუნდს ოფიციალურად 1 აპრილიდან შეუერთდება. პირველი კოლექცია, რომელზეც მიუჩია და რაფი დუეტში იმუშავებენ გაზაფხული/ზაფხული 2021 იქნება. ჩვენება 2020 წლის სექტემბერში გაიმართება.
სიმონსი, რომელიც წარსულში ჯილ სანდერის, დიორის და კელვინ კლაინის შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო, პირველი დიზაინერია პრადას შემოქმედებითი ხელმძღვანელის ამპლუაში, ვინც პრადას ოჯახიდან არ არის.
რაფის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრადა დაუკავშირდა, როდესაც კელვინ კლაინს სკანდალურად გამოეთიშა. ბელგიელი საკუთარი სახელობის ბრენდის დახურვას არ გეგმავს. რაფის მამაკაცის ხაზი ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას.
ნიშნავს, თუ არა ეს გადაწყვეტილება, რომ მიუჩია რაფს ამზადებს, რათა სამომავლოდ პრადა მთლიანად სიმონსმა ჩაიბაროს? დიდი ალბათობით კი, თუმცა მანამდე სიმონსს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.