სამ წლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ბრიტანელი დიზაინერი კლერ უაით კელერი ჟივანშის მოდის სახლში დაკავებულ შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს, ინფორმაციას WWD ავრცელებს.

“ოტ კუტიურზე დაფუძნებულ სამყაროზე ფოკუსირება ჩემს პროფესიულ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი იყო,” – აღნიშნავს დიზაინერი თავის განცხადებაში. “მრავალი დაუვიწყარი მომენტი მაკავშირებს ჟივანშის ბრწყინვალე სამკერვალოებთან და დიზაინ გუნდებთან: ყოველთვის მემახსოვრება თქვენი გამორჩეული ნიჭი და თავდადება. მადლობას ვუხდი ყველა იმ გმირს, რომელიც არ ჩანდა, თუმცა დიდ შრომას დებდა ყველაფერში დაწყებული პროდუქტიდან დამთავრებული კომუნიკაციებით და საცალო ვაჭრობით.”

კლერმა ჟივანშისთვის თავისი ბოლო კოლექცია პარიზის მოდის კვირეულის 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის ფარგლებში 1 მარტს წარადგინა.

ცნობილია, რომ პანდემიის მიზეზით შემოქმედებითი ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილი ჟივანშის მოდის სახლი მიმდინარე სეზონზე არ გამოუშვებს პრე-კოლექციას და ზაფხულში ოტ კუტიურის ჩვენებასაც აუქმებს. რაც შეეხება ახალი კრეატიული დირექტორის დანიშვნის საკითხს, კომპანია ამ ეტაპზე თავისი გეგმების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.