თითოეული ბრენდის წარმატების ფორმულა განსხვავდება, თუმცა ერთი რამ, რაც მათ აქვთ საერთო, თანამედროვე დროის მოთხოვნებისა და გემოვნების დემონსტრირებაა. ამის ერთ-ერთ ბრწყინვალე მაგალითს Bottega Veneta  წარმოადგენს – ისტორიული მოდის სახლი, რომელმაც ძირითადი ღირებულების შენარჩუნებით, დროის სვლას ფეხი აუწყო და ახლა ყველაზე სასურველ ბრენდებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს. Bottega Veneta-ს დიზაინში გამოხატული გამორჩეული ხარისხი და ინოვაცია მრავალი ადამიანისთვის გახდა სასურველი. განსაკუთრებით კი აქსესუარები, რომლებიც Bottega Veneta-ს ესთეტიკის სავიზიტო ბარათად იქცა. 

ამ სტატიაში სწორედ სათვალეებზე გვსურს ყურადღების გამახვილება –  ეს აქსესუარი გარდა ფუნქციური დატვირთვისა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს პერსონალური სტილის გამოხატვაში. თანაც  Bottega Veneta-ს სათვალეების ხაზი მზისა და ოპტიკური სათვალეების მრავალფეროვან ასორტიმენტს მოიცავს და რაც მთავარია –  საქართველოშიც არის ოფიციალურად წარმოდგენილი. ქართველ მომხმარებლებს Bottega Veneta-ს სათვალეების ნახვა და შეძენა თბილისში მდებარე Afflelou Paris-ის მაღაზიებში შეუძლიათ. 

Afflelou Paris ქართულ ბაზარზე პირველად 2021 წელს გამოჩნდა. მაღაზიაში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: Prada, Gucci, Tom Ford, Celine, Zegna, D&G, Ray-Ban და ა.შ.  “აფლელუ პარიზი” მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს პირველმა შესთავაზოს უახლესი კოლექციები და წარუდგინოს არსებული ტენდენციები. ახლახან მისი წარმომადგენლები ბარსელონაში, მოდის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, Kering-ის შესყიდვის დღეებზე იმყოფებოდნენ, რომელიც წელიწადში სამჯერ ტარდება. მათგან კი სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ – მომდევნო წლის კოლექცია Afflelou Paris-ის ოპტიკურ სალონებში იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც Kering-ის მფლობელობაში შედის, სწორედ Bottega Veneta გახლავთ. 

Bottega Veneta-ს სათვალეები ბრენდის მთავარ ღირებულებებს თანამედროვე ტექნიკების, დეტალების,  მიმზიდველი ფერებისა და პოპ კულტურის რეფერენსების კომბინაციით გამოხატავს. Kering-ის გამოქვეყნებული მიმდინარე წლის პირველი ნახევრის შემაჯამებელი ფინანსური ანგარიშის თანახმად, Bottega Veneta გასაოცარ შედეგს აჩვენებს. 2024 წლის რეკორდულმა პირველმა ნახევარმა ცხადყო, რომ ბრენდის სტრატეგია, რომელიც ოსტატობას, კრეატიულობასა და ექსკლუზიურობას ეფუძნება, ეფექტურად მუშაობს. Bottega Veneta კომუნიკაციის კრეტიული გზებით ქმნის მომენტებს, რომლებიც მრავალი ადამიანის განხილვის საგანი ხდება და ვირუსულად ედება ინტერნეტ სივრცეს. 

ასე მაგალითად, 2023 წლის მიწურულს, სოციალური ქსელები ამერიკელი რეპერის, ეისაფ როკის პაპარაცულმა ფოტოებმა მოიცვა, რომლებზეც მას Bottega Veneta-ს სამოსი და აქსესუარები ამშვენებდა. მალევე, იმავე სახით ვიხილეთ ქენდალ ჯენერის პაპარაცული ფოტოებიც.

მას შემდეგ, რაც რეპერისა და მოდელის ფოტოებმა ინტერნეტი მოიცვა,  ცნობილი გახდა, რომ პაპარაცული კადრები, რომელმაც გაზვიადების გარეშე, მთელი ინტერნეტი აალაპარაკა, Bottega Veneta-ს ოფიციალური სარეკლამო კამპანია იყო. ბრენდმა უნიკალური ნიშა მსგავსი ორიგინალური კამპანიებისა და განსხვავებული მიდგომების მეშვეობითაც დაიკავა. ეს ყოველივე გვაჩვენებს თუ რამდენად კარგად შეძლო 58 წლის წინ დაარსებულმა მოდის სახლმა სახელგანთქმული იტალიური ხარისხისა და თანამედროვე ტენდენციების ერთმანეთთან შეთავსება. 

Bottega Veneta მართლაც არის ბრენდი, რომელიც თანამედროვე მიდგომებით ტრადიციას უკვდავყოფს. წელიწადის ყველაზე ცხელ სეზონზე, Bottega Veneta-ს კოლექციიდან ნებისმიერი ნივთი შესაძლოა გახდეს ის, რაც თქვენს საზაფხული სტილს სრულყოფს. განსაკუთრებით კი, რაღა თქმა უნდა ეს შეიძლება იყოს მზის სათვალე, რომელიც გარდა ვიზუალური დატვირთვისა, პრაქტიკული და ამ პერიოდში განსაკუთრებით საჭირო აქსესუარია. Bottega Veneta-ს სათვალეების ხაზის დასათვალიერებლად და შესაძენად შეგიძლიათ ესტუმროთ Afflelou Paris-ის მაღაზიებს, რომლებშიც უახლესი და საგულდაგულოდ შერჩეული კოლექცია დაგხვდებათ.

Afflelou Paris-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კოლექციების დასათვალიერებლად ეწვიეთ მაღაზიათა ქსელის ოფიციალურ ინსტაგრამსა და ფეისბუქს: 

Afflelou Paris – Facebook

Afflelou Paris – Instagram