მიმზიდველმა დიზაინმა და ინოვაციურმა მიდგომებმა ‘’ბოტეგა ვენეტა“ გლობალურად სახელგანთქმულ მოდის სახლად აქცია. ეს არის ბრენდი, რომლის წყალობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანმოკლე ტრენდებით დატვირთულ მოდის ინდუსტრიაში, კვლავაც არის ადგილი მარადიული სტილისა და ესთეტიკური სიამოვნებისთვის.  2020 წლიდან Bottega Veneta-ს კოლექციების შეძენა შესაძლებელია საქართველოშიც. მაღაზია “გარდერობი”, რომელიც მდებარეობს რუსთაველის გამზირის 50 ნომერში, ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. 

“გარდერობში” წარმოდგენილია „ბოტეგა ვენეტას“ როგორც ქალის, აგრეთვე მამაკაცის ფეხსაცმელი, აქსესუარები და ჩანთები. მაღაზია ქართველ მომხმარებელს მუდმივად განახლებად კოლექციებს სთავაზობს. მათ შორის არის ბრენდის საერთაშორისოდ აღიარებული და მოთხოვნადი მოდელები. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ქართველ მომხმარებლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩანთის მოდელები:  Jodie Bag და Padded Cassette Bag, აგრეთვე ფეხსაცმელები: Lido Sandals და Tire Chelsea boots. 

აღსანიშნავია მომსახურების მაღალი ხარისხიც, რომელიც კოლექციების მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, დიდ როლს თამაშობს ლოიალური მომხმარებლების ზრდაში.

როდესაც მომხმარებლის ინტერესებზე გათვლილი სერვისის მაღალ დონეზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ „ბოტეგა ვენეტას“ ახალი ინიციატივა.  ცოტა ხნის წინ, ბრენდმა წარადგინა პროგრამა ”Certificate of Craft”, რომლის ფარგლებშიც, „ბოტეგა ვენეტა“  ვალდებულებას იღებს, დაზიანების შემთხვევაში, აღადგინოს და განაახლოს ნებისმიერი მოდელის ჩანთა. ჩვენი მკითხველისთვის სასიხარულო სიახლეს წარმოადგენს ის, რომ მომავალი წლიდან მაღაზია ‘’გარდერობში’’ Bottega Veneta-ს „სამუდამო საგარანტიო“ სერვისი ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.

ბუნებრივია, რომ კოლექციების და სერვისის უმაღლესი დონე, ზრდის მოლოდინებს მაღაზიის ვიზუალური იერსახის მიმართ. ალბათ დაგვეთანხმებით,  რომ “ლაქშერი” შოპინგი განსაკუთრებული გამოცდილებაა. ის სრულყოფილი არასდროს არის, თუ გარემოც იდეალურად არ ერწყმის ბრენდის ფასეულობებსა და ხარისხს. ‘’გარდერობი’’ ამ მხრივაც აკმაყოფილებს ბრენდის სტანდარტებს. მაღაზიაში შესვლის მომენტიდან, ჩვენს ყურადღებას იქცევს დახვეწილი და გემოვნებიანი ინტერიერი.  ამჟამად,  ‘’გარდერობში’’ უკვე წარმოდგენილია ბრენდის ახალი კოლექცია, ამიტომ ახლა საუკეთესო დროა ეწვიოთ მაღაზიას, დაათვალიეროთ და შეიძინოთ თქვენთვის საყვარელი მოდელები.

ბრენდი, რომელსაც დღეს განსაკუთრებული ადგილი უკავია მოდის მოყვარულების გულებში, 1966 წელს იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ – ვიჩენცაში, იტალიელი ანტრეპრენერების, მიკელე ტადეის და რენცო ზენჯაროს მიერ დაარსდა.  “ბოტეგა ვენეტა“ თავდაპირველად შეიქმნა, როგორც მაღალი ხარისხის იტალიური ტყავის მწარმოებელი კომპანია. სწორედ ამით აიხსნება ბრენდის ტყავის ნაწარმის, განსაკუთებით კი, აქსესუარების გამორჩეულობა გლობალურ მარკეტზე.  

დახვეწილი და გემოვნებიანი ხედვა ბრენდის იდენტობაში 1960-იანი წლებიდანვე გამოიკვეთა.  დამფუძნებლებმა უარი თქვეს ბრენდირების აგრესიულ მეთოდზე და მომხმარებელს განსხვავებული მიდგომა შესთავაზეს. „როდესაც საკუთარი ინიციალები საკმარისია“ სლოგანით, Bottega Veneta-ს სარეკლამო კამპანიები და პროდუქცია ლოგოებისგან გათავისუფლდა. შედეგად კი, ბევრად სუფთა, მინიმალისტური და ესთეტიკურად მიმზიდველი იმიჯი შეიქმნა.  ლოგოებზე, მონოგრამაზე და ბრენდის იდენტიფიცირების სხვა ყველაზე ბანალურ მეთოდებზე უარის თქმის მიუხედავად, სარეკლამო კამპანიაში წარმოდგენილმა ტყავის დაწნისა და „ქსოვის“ ტექნიკამ მომხმარებლეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 

1970-იანი წლების ბოლოს, დამფუძნებლმა მიკელე ტადეიმ და რენცო ზენჯარომ კომპანია დატოვეს. ბრენდის მართვა ტადეის ყოფილა მეუღლემ, ლაურა მოლტედომ განაგრძო. მიუხედავად ცვლილებებისა, მომდევნო დეკადა, 80-იანები, Bottega Veneta-სთვის პირველი გლობალური წარმატების მომტანი აღმოჩნდა. რაც მეტწილად ნიუ-იორკს და თანამედროვე ხელოვნების ლეგენდარულ ფიგურას, ენდი უორჰოლს უკავშირდება. უორჰოლი ‘’ბოტეგა ვენეტას’’ ერთგული მომხმარებელი გახდა, მას ხშირად აფიქსირებდნენ ბრენდის მაღაზიებში.  ლეგენდარულმა ხელოვანმა Bottega Veneta-სთვის მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გადაიღო. კოლაბორაციამ ბრენდის ცნობადობა ამერიკულ ბაზარზე განსაკუთრებით გაზარდა. 

2001 წელს, Bottega Veneta-ს მფლობელი იტალიური კონგლომერატი – Gucci Group (დღევანდელი Kering) გახდა. Gucci Group-ში მყარად ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ ‘’ბოტეგა ვენეტა’’ ახალი საუკუნის გამოწვევებსა და რეალობას მომზადებული უნდა შეხვედროდა. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა გერმანელი დიზაინერი, ტომას მეიერი, რომელიც იტალიურ ბრენდში შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა დაიკავა. ‘’ბოტეგა ვენეტას’’ მენეჯმენტის მოთხოვნები და სურვილები მეიერმა იდეალურად გადაიტანა შემოქმედებაში და 21-ე საუკუნის დასაწყისში ბრენდის ახალი ისტორია დაწერა, რომელიც 17 წელი გაგრძელდა.

2018 წლიდან, სოციალური მედიის, ინფლუენსერების, სელებრითებისა და ე.წ. “მძიმე ლუქსის” ერაში, ‘’ბოტეგა ვენეტამ’’ ჩუმი რევოლუცია მოაწყო, რომელსაც მოდაში – New Bottega-ს სახელით მოიხსენებენ. რევოლუციას სათავეში ახალგაზრდა ინგლისელი დიზაინერი – დენიელ ლი ჩაუდგა.  “ჩუმი რევოლუცია” დენიელმა უმარტივესად დაიწყო – თეთრი მაისურით, თრენჩითა და 80-იანი წლების “ლორენის” ჩანთით.

დანიელ ლის შემოქმედებითი მმართველობა ‘’ბოტეგა ვენეტაში’’ ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა დიზაინერმა ბრენდის იდენტობაში არსებული მარტივი, ინტელექტუალური და მარადიულად მიმზიდველი დიზაინის იდეა კიდევ უფრო გაამყარა. 2021 წელს, დენიელმა დაკავებული თანამდებობა დატოვა, მის შემცვლელად კი, გამორჩეული ახალგაზრდა დიზაინერი – მეთიუ ბლაზი დასახელდა. ბლაზის ხელმძღვანელობით, Bottega Veneta-ს პირველი კოლექცია მიმდინარე წლის 26 თებერვალს, მილანის მოდის კვირეულზე ვიხილეთ.  როგორც უკვე ითქვა, გარდა უმაღლესი ხარისხისა, ბოტეგა ვენეტას წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი სახასიათო აქსესუარებია, რომლებიც ყოველგვარი ლოგოს გარეშე, უნიკალური დიზაინის დამსახურებით თავისთავად ამბობს თუ რომელი ბრენდია. მეთიუ ბლაზის პირველი ორი კოლექცია გვაჩვენებს, რომ ის კარგად იაზრებს იმ მოდის სახლის ისტორიას, რომელშიც მუშაობის პატივი ხვდა წილად.

დაათვალიერეთ და მოიწონეთ “გარდერობის” ოფიციალური Facebook გვერდი – გარდერობი Garderobe