სამკაული ვიზუალური იმიჯის ის დეტალია, რომელიც ჩვენს ხასიათზე, გემოვნებასა, თუ ცხოვრების სტილზე ბევრ მინიშნებას ატარებს. ის უნივერსალური აქსესუარია, რომელიც მიუხედავად სეზონისა და გარემოებებისა, ყოველთვის აქტუალურია. არ აქვს მნიშვნელობა საქმიანი შეხვედრისათვის ემზადებით, განსაკუთრებული გამოსასვლელი საღამოსთვის, თუ საზაფხულო შვებულებისათვის – სამკაული ყველა სიტუაციაში ჩვენი ლუქის პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი და დახვეწილი შტრიხია.
TI’ME Georgia-ში სასიხარულო სიახლეა – კომპანიას ნიდერლანდური ბრენდი Blush Gold Jewels დაემატა, რომელიც უმაღლესი ხარისხის 14K ოქროსგან დამზადებულ ნაკეთობებს აწარმოებს.
ბრენდის პრეზენტაცია TI’ME-ში 20 ივლისს გაიმართა, სადაც კომპანიამ ერთგულ მომხმარებლებს Blush Gold Jewels-ის ისტორია გააცნო, უამბო სამკაულების შთაგონების შესახებ და რა თქმა უნდა წარუდგინა მაღაზიაში არსებული დიზაინები.
Blush Gold Jewels-ის ისტორია 2006 წელს ამსტერდამში დაიწყო. ახლა ბრენდი ევროპის მასშტაბით 300-ზე მეტ მაღაზიაშია წარმოდგენილი. ბრენდის შემქმნელებს ამოძრავებდათ სურვილი, რომ Blush Gold Jewels-სა და სამკაულის მფლობელს შორის ემოციური კავშირი დამყარებულიყო. სწორედ ამიტომ, შეიქმნა ბრენდი, რომელიც ქალურობის, შეგრძნებების გაზიარებისა და უნიკალური სტილის სიმბოლო იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ დაარსების დღიდან, ბრენდის წარმომადგენლები პირდაპირ კომუნიკაციაში იყვნენ საკუთარ მომხმარებლებთან, რათა ზუსტად შეესწავლათ, თუ რა სურთ მათ. სწორედ ასე იქცა Blush Gold Jewels ქალურობის სინონიმად. ბრენდის სახელიც კი მოგვიწოდებს, რომ ჩვენი გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის არ შეგვეშინდეს.
ბრენდის იდენტობიდან გამომდინარე, კოლექციები გამოირჩევა ხელწერით, რომელიც დროს უძლებს. ამ კოლექციებში ვერ იპოვით უტრირებულ სამკაულს, რომელიც ყურადღებას მომენტალურად იქცევს. Blush Gold Jewels-ის ნაკეთობები განაცხადს მყარად და დინჯად აკეთებენ, მათ მიერ გამოწვეული ემოციები კი მომხმარებლის გულში სამუდამოდ რჩება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Blush Gold Jewels-ის ნაკეთობები უმაღლესი 14K ოქროსგან მზადდება. TI’ME Georgia-ში წარმოდგენილი კოლექცია აერთიანებს ყელსაბამებს, სამაჯურებს, საყურეებსა და ბეჭდებს. ისინი სხვადასხვა ტონალობაშია დამზადებული – თბილი ყვითელი, მგრძნობიარე წითელი და ელეგანტური თეთრი ოქრო, გაფორმებული ცქრიალა ცირკონით და მტკნარი წყლის მარგალიტებით.
გამოიწერეთ TI’ME Georgia-ს Facebook-ის და Instagram-ის ოფიციალური გვერდები და თვალი ადევნეთ სიახლეებს. კოლექციების დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია, როგორც TI’ME Georgia-ს მაღაზიების ქსელში, ასევე ოფიციალურ ვებ-გვერდზე – Time.ge