კორეული პოპის შემსრულებლები მსოფლიო დომინირებას განაგრძობენ. უკვე, თითქმის ყოველ თვე, ვრცელდება სიახლეები ბლექპინკის გოგონების ახალი თანამშრომლობების შესახებ. უახლესი – როუზისა და ტიფანის კოლაბორაციაა, რომლის ფარგლებშიც, მომღერალი ბრენდს გლობალურად გაუწევს რეკლამას. “ტიფანის სკოლის პერიოდიდან ვატარებ,” ამბობს როუზი, “ასეთი საკულტო ბრენდის ისტორიის ნაწილად ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივია.”
ტიფანი ბერნარ არნოს ფრანგულმა კონგლომერატმა, LVMH-მა ცოტა ხნის წინ შეიძინა და ცვლილებები უკვე სახეზეა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბლექპინკის ყველა გოგონა LVMH-ის ბრენდების ამბასადორად იქცა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფის სხვა წევრები, ლისა მანობანი და ჯისუ – LVMH-ის მოდის სახლების, სელინისა და დიორის სახეები არიან.
როუზისა და ტიფანის პარტნიორობა, როგორც კამპანიებს, ისე ღონისძიებებსაც შეეხება. ცნობილია, რომ მაისში, როუზის კამპანიის ფოტოები, მანჰეტენზე მდებარე ბრენდის სათაო მაღაზიის ფასადს, სრულად დაფარავს.