Lyst-ის ახალი რეიტინგის მიხედვით, Balenciaga-მ საძიებო სისტემებში ყველაზე პოპულარული ბრენდების სიაში პირველი ადგილი დაიკავა და Gucci ჩაანაცვლა. წითელი ხალიჩების ფიზიკურ რეჟიმში დაბრუნებამ და ოტ კუტიურის თითქმის 50 წლის შემდეგ განახლებამ ბრენდს ძალიან დიდი პოზიტიური ცვლილებები მოუტანა. ამასთან, კიმ კარდაშიანთან მჭიდრო თანამშრომლობამ და კანიე უესტთან მის ახალ ალბომზე მუშაობამ ბრენდი ახალ, უფრო ფართე აუდიტორიას გააცნო. ჯამში, საძიებო სისტემებში ბალენსიაგას პოპულარობა 505%-ით გაიზარდა.
ასევე გაიზარდა Versace-სა და Fendi-ს პოპულარობაც, მას შემდეგ რაც ორი იტალიური ბრენდი კოლაბორაციული კოლექციებისთვის მოულოდნელად გაერთიანდა, ისინი ახლა ათეულში მერვე და მეცხრე ადგილებს იკავებენ.