WWD-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ფრანგული მოდის სახლი ახალ კოლექციას 8 დეკემბერს წარადგენს. როგორც ვკითხულობთ, დემნა გვასალია 2022 წლის შემოდგომის სეზონის შემოთავაზებას ვიდეოს და კატალოგის სახით გვაჩვენებს.

ვიდეო სახელწოდებით “The Lost Tape” ქართველი დიზაინერის მორიგი ციფრული პროექტი იქნება.

ახალი პროექტის გადაღებები პარიზში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დამატებითი დეტალები უცნობია.