მიუხედავად იმისა, რომ ოსკარ დე ლა რენტას პორტფოლიოში 60-ზე მეტი სურნელია, ახალი სუნამო ბრენდში ახალ მიმართულებას ყველაზე კარგად წარადგენს. “Alibi“ გაყიდვაში, ოფიციალურად, 15 მარტს გამოვიდა. როგორც მოდის სახლის განცხადებაში ვკითხულობთ, ეს არის პირველი სუნამო, რომლის დიზაინზეც Oscar de la Renta-ს მოქმედმა შემოქმედებითმა დირექტორებმა, ლაურა კიმმა და ფერნანდო გარსიამ იმუშავეს.

ახალი სუნამოს სახედ რუსი ტოპ მოდელი, ირინა შეიკი შეირჩა. დიზაინერებმა შეიკი დე ლა რენტას 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუზე მუშაობისას გაიცნეს. როგორც ფერნანდო იხსენებს, ის და კიმი ვერ წარმოინდგენენ, რომ ირინას პიროვნულობა და ხასიათი ასეთ თანხვედრაში იქნებოდა მათთან.

კამპანია მოდის ფოტოგრაფიის გავლენიანმა დუეტმა, Luigi & Iango-მ გადაიღო.