ფეხსაცმელების, ჩანთებისა და აქსესუარების ყველასთვის საყვარელმა ბრენდმა, Aldo-მ “ნეტფლიქსის” გახმაურებულ სერიალთან, Stranger Things-თან კოლაბორაციით ახალი კაპსულა კოლექცია წარადგინა, რომელიც უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. მილიარდზე მეტი ნახვით, Stranger Things კულტურული ფენომენია, რაც ამ კოლაბორაციას გულშემატკივრებისთვის და მოდის მოყვარულთათვის ერთ-ერთ ისტორიულ მომენტად აქცევს. ასეთი კოლაბორაციები არა მხოლოდ აკავშირებს ორ სამყაროს ერთმანეთთან და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს საყვარელი სერიალის ესთეტიკა საკუთარი ყოველდრიური სტილის ნაწილად აქციოს, არამედ აძლიერებს ემოციურ კავშირს და ბრენდს ეხმარება დარჩეს კულტურული დიალოგების შუაგულში.

80-იანების სტილის ახლებურ ინტერპრეტაციასთან ერთად, Aldo x Stranger Things კოლაბორაციული კოლექცია ქმნის გამოცდილებას, რომელიც ერთდროულად ნოსტალგიურიცაა და თანამედროვეც. ფეხსაცმელები, ჩანთები, კეპები, ბრელოკები, ბრენდირებული პინები – თითოეული დეტალი კოლექციაში იმგვარად გადმოსცემს 80-იანებისა და Stranger Things -ის გავლენას დღევანდელ სტილზე, რომ პარალელურად აერთიანებს ALDO-ს ხედვას. “სერიალს იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე, რომ მინდოდა ასე მცმოდა” – აღნიშნა ნუცა თოფურიამ ჩვენ ინტერვიუში, როცა ვკითხეთ თუ რა გავლენა ჰქონდა Stranger Things-ს მასზე.

Aldo x Stranger Things ახალი კოლექციის გამოსვლა ბრენდმა საქართველოში სპეციალური ღონისძიებით აღნიშნა. ALDO-ს ქართულ ბაზარზე კომპანია Cenomi Retail Group წარადგენს, რომელიც ცნობილია გამორჩეულად კრეატიული და ინტერაქციული ღონისძიებებით. გამონაკლისი არც Aldo x Stranger Things -ის საღამო აღმოჩნდა, რომელიც თბილისში, საბურთალოს სითი მოლში მდებარე ALDO-ს მაღაზიაში მოეწყო. კოლექცია და სივრცის ინტერიერი სერიალიდან საკულტო სცენებს გვახსენებდა, ენერგია და მღელვარება ადვილი შესამჩნევი იყო, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებიც ინტერესით ათვალიერებდნენ მაღაზიაში განთავსებულ ბრენდირებულ სტენდებს, ბანერებსა და რა თქმა უნდა – კაპსულა კოლექციას.

Aldo x Stranger Things-ის ახალი კოლექციის დათვალიერება და შეძენა შეგიძლიათ Aldo-ს მაღაზიებში, რომლებიც მდებარეობს: თბილისი მოლში, სითი მოლში, ისთ ფოინთში და ბათუმში – გრანდ მოლში.