სათვალე ის აქსესუარია, რომელიც გარდა ფუნქციური დატვირთვისა, ჩვენი სტილის მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი დეტალიც არის. მისი დანიშნულებიდან და ვიზუალური ეფექტიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ დიზაინთან ერთად, ის ხარისხითაც გამოირჩეოდეს. დღესდღეობით თითქმის ყველა მოდის სახლს აქვს სათვალეების ხაზი, რომელიც ბრენდის ესთეტიკას ეხმიანება. 

სწორედ დამახასიათებელი ვიზუალით გამოირჩევა ALAÏA-ს სათვალეების ხაზი, რომელიც  დახვეწილი, პრაქტიკული და ორიგინალური დიზაინის სინთეზს გვთავაზობს.

ALAÏA-ს ლიმიტირებული კოლექცია ამჯერად უკვე ქართველი მომხმარებლისათვისაც ხელმისაწვდომია – ის ექსკლუზიურად წარმოდგენილია Afflelou Paris-ის გალერია თბილისის ფილიალში, რომელიც სულ ახლახან გაიხსნა. 

ALAÏA-ს სათვალეები უკვე წლებია არაერთი ვარსკვლავის და ინფლუენსერის საყვარელი აქსესუარია. ამას კი რამდენიმე გარემოება განაპირობებს. პოპულარობას პირველ რიგში მოდის სახლის გავლენა და რეპუტაცია განსაზღვრავს.

საკულტო დიზაინერის, აზადინ ალაიას მიერ დაფუძნებული ბრენდი 80-იანი წლებიდან დასამახსოვრებელ კოლექციებს წარადგენს. ხშირად ამბობენ, რომ ALAÏA ქმნის კოლექციებს, სადაც ყოველდღიური მოდაც კი ხელოვნებად იქცევა. მოდის სახლის ცნობილ მოდელებში ხშირად ვხვდებით რეფერენსებს ხელოვნების ისტორიიდან, მოდის სხვადასხვა საკულტო ეპოქიდან. 

უნიკალური ვიზუალური იდენტობა და თანამედროვე ცხოვრების სტილის სინთეზი ბრენდმა სათვალის ხაზშიც წარმოაჩინა. ALAÏA-ს ახალი ლიმიტირებული კოლექციის დიზაინი იმგვარად არის შექმნილი, რომ მასში კლასიკურისა და თანამედროვე ხედვის კარგ მიქსს დავინახავთ, რაც ე.წ. Quiet Luxury-ის ზუსტი გამოხატულებაა.

აღსანიშნავია, რომ ლიმიტირებული მოდელების ჩარჩოს ფორმები თითქმის ყველა მოყვანილობის სახეს უხდება, რაც ამ კოლექციის ერთ-ერთ დიდ უპირატესობად შეგვიძლია ჩავთვალოთ. კოლექცია ინარჩუნებს ALAÏA-ს მინიმალისტურ ხელწერას, რაც სათვალის მოდელებს განსხვავებული გარემოებებისათვის შესაფერის აქსესუარად აქცევს. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ALAÏA-ს ექსკლუზიურ კოლექციას საქართველოში მხოლოდ Afflelou Paris წარმოადგენს.

ამის გარდა Afflelou Paris არის ოფიციალური წარმომადგენელი ისეთი ბრენდებისა, როგორებიცაა: Tom Ford, Bottega Veneta, Prada, Vivienne Westwood, LOEWE, Ray-Ban და სხვა.

Afflelou Paris საქართველოში პირველად 2021 წელს გაიხსნა. ამ დღიდან მაღაზია განსაკუთრებულ სერვისს გვთავაზობს. მომხმარებლის გული Afflelou Paris-მა გახსნის პირველივე დღიდან მოიგო ე.წ. „ჩინ-ჩინ” აქციით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ფილიალში ერთი სათვალის შეძენის შემთხვევაში მეორეს Afflelou-ს კოლექციიდან სიმბოლურ ფასად – სულ რაღაც 1 ლარად მიიღებთ. 

Afflelou Paris-ის შესახებ დამატებით ინფორმაცია და ფილიალების მისამართს შეგიძლიათ გაეცნოთ მაღაზიათა ქსელის სოციალური მედიის არხებზე: 

Afflelou Paris – Facebook

Afflelou Paris – instagram