ბევრი იკამათებდა, რომ 90-იანები ყველაზე ამაღელვებელი ათწლეულია მოდის ინდუსტრიის ისტორიაში. ეს ის დროა, როდესაც ვერსაჩემ მოდას სუპერმოდელები აჩუქა, როდესაც გლამური პოდიუმს იპყრობდა, როდესაც გრანჟი მოდაში მკვიდრდებოდა და წლის დიზაინერის ჯილდოს მისაღებად ერთმანეთს კონკურენციას ალექსანდრ მაკქუინი და ჯონ გალიანო უწევდნენ. ვოგის რედაქტორები 90-იანი წლების 25 ყველაზე გავლენიან ჩვენებას გვთავაზობენ.


1)Perry Ellis Spring 1993: The Grunge Collection

ეს იყო კოლექცია, რომლის გამოც მარკ ჯეიკობსი პერი ელისიდან გაუშვეს და ეს იყო კოლექცია, რომელმაც მისი კარიერა შექმნა. 90-იანებში მუსიკაში გრანჟი ყველაზე პოპულარული მიმართულება გახდა, რასაც ხელი შეუწყო ისეთი ბენდების გამოჩენამ როგორიც ნირვანა იყო. მოდას გრანჟი მაშინვე არ მიუღია – ‘’გრანჟი საშინელებაა’’ -ამბობდა მოდის კრიტიკოსი, სუზი მენქესი. მართალია მარკმა სამსახური დაკარგა, რადგან მისი ნამუსევარი ოდნავ ნაადრევი იყო და ინდუსტრია ცვლილებებისთვის მზად არ აღმოჩნდა, თუმცა ვითარება მალე შეიცვალა, კოლექცია ‘’cool’’-ის განმარტება გახდა. მარკმა თავისი ბრენდი დააარსა, ხოლო 1997 წელს ლუი ვიტონის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობაც დაიკავა.

Marc Jacobs for Perry Ellis S/S93

ჩვენების ჩანაწერი:


2) Versace Fall 1991: Freedom!

ეს ის კოლექცია იყო, რომელმაც სუპერმოდელები შექმნა. ვერსაჩეს ჩვენების ბოლოს ლინდა ევანჯელისტა, სინდი კროუფორდი, ნაომი ქემბელი და კრისტი ტორლინგტონი ჯორჯ მაიკლის ‘’Freedom’’-ის ფონზე გამოჩნდნენ პოდიუმზე. სუპერმოდელები ამ სიმღერის კლიპშიც მონაწილეობენ.

სუპერმოდელების გაერთიანება ჩვენებაზე:


3) Prada Spring 1996

თუ მოდაში ვინმემ არამოდური მოდურად აქცია ეს მიუჩია პრადაა. მისი Spring 1996 კოლექცია იმ ფერებით გამოირჩეოდა, რომლებიც 70-იანების შემდეგ მიმზიდველად არავის ჩაუთვლია – ავოკადოს მწვანე და ყავისფერი (sludge brown). უხვად ნახავდით სხვადასხვა პრინტებს, მათ შორის ხელით შესრულებლსაც, ხოლო ეს ყველაფერი მოდელებს ეცვათ სანდლებთან, რომლებიც აბსოლუტურად საპირისპირო იყო 90-იანებში პოპულაული ფეხსაცმელებისა. მთავარი სწორედ ეს იყო. პრადა თავისი კარიერის მანძილზე ყოველთვის უპირისპირდებოდა სილამაზის მიღებულ სტანდარტებს და იკვლევდა, როგორც თვითონ ამბობს ‘’ცუდი გემოვნების კარგ გემოვნებას (the good taste of bad tast)”.

ჩანაწერი ჩვენებიდან:


4) Gucci Fall 1995

Fall 1995 ტომ ფორდის პირველი ჩვენება არ ყოფილა გუჩისთვის, მაგრამ ამ სეზონზე მან მოდის ყურადღება მიიპყრო. ატლასის შეხსნილი ზედები, ველვეტის დაბალწელიანი შარვლები, მოკასინის ტიპის ტყავის ფეხსაცმელი, პოდიუმზე კი ამბერ ვალეტა, შალომ ჰარლოუ და ქეით მოსი. ტომმა მივიწყებული ბრენდი 90-იანების ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ ბრენდად გარდაქმნა მისი სექსუალური და გლამურული ესთეტიკით. ლუქი, რომელიც პოდიუმზე ქეით მოსმა წარადგინა, მადონამ MTV VMA 1995 წლის დაჯილდოვებაზე მოირგო.


5) John Galliano Fall 1994

1994 წელს ჯონ გალიანოს ჯერ კვლავ მეგობრის ბინაში ეძინა იატაკზე. მისი მეგობრების (ქუდების შემქმნელი სტივენ ჯონსის მუზის ამანდა ჰარლეკის) და São Schlumberger-ის წყალობით (რომელმაც ჯონს მარცხენა სანაპიროზე მდებარე  hôtel particulier მიაქირავა) მისი კარიერის შემქმნელი კოლექცია წარადგინა. კოლექციაში იაპონური კიმონოები იყო წარმოდგენილი, 40-იანებისთვის დამახასიათებელი გლამურული ჭრებით. ამ ჩვენებიდან ერთი წლის შემდეგ გალიანო ჟივანშის კრეატიულ ხელმძღვანელად დაინიშნა, რის შედეგადაც პირველი ბრიტანელი დიზაინერი გახდა, რომელიც ფრანგულ კუტიურის სახლს ჩაუდგა სათავეში.

ჩანაწერი ჩვენებიდან:


6) Chanel Spring 1994

‘’მოდა დღეს უფრო დამოკიდებულებაზეა ვიდრე დეტალების დამუშავებაზე’’ ეს კარლ ლაგერფელდმა ჯერ კიდევ 1993 წელს თქვა, როდესაც შანელის Spring 1994 კოლექცია წარადგინა. ტვიდის ჟაკეტებს აქსესუარებად რეპერებისთვის დამახასიათებელი ჯაჭვები ამშვენებდა, ასევე  წარმოდგენილი იყო მამაკაცის სტილის ფართო შორტები, რომლებსაც აჭიმი ამაგრებდა, ერთ-ერთი მოდელი კი პოდიუმზე როლიკებითაც გამოჩნდა, რომელსაც შანელის ორმაგი C-ს ლოგო ამშვენებდა

Vogue.com

ჩვენების ჩანაწერი:


7) Helmut Lang Fall 1994

მინიმალიზმი მოსაწყენი ვერ იქნება, როდესაც საქმე ჰელმუტ ლენგთან გვაქვს. ამისთვის საკმარისია მისი Fall 1994 კოლექციაც მოინახულოთ. კოლექციაში ვხვდებით კაბებს სახელოების გარეშე, რომლებიც ფორმით მართალია ელემენტარულია, მაგრამ მუქ ვარდისფერ ლატექსში შესრულებული ეს კაბა დღესაც ისეთივე თანამედროვე და სასურველია, როგორც მაშინ. ლენგი მოდიდან 2005 წლის იანვარში წავიდა, რამდენიმე თვით ადრე, სანამ პრადა მისი კომპანიის ნაწილს შეიძენდა (ლენგმა კომპანიის 51% 1999 წელს გაყიდა)

ჩანაწერი ჩვენებიდან:


8) Alexander McQueen Spring 1997: The Doll

მაკქუინმა 90-იანებში არაერთი საოცარი ჩვენება მოაწყო, ყოველივე წინაზე უფრო ამაღელვებელი, მაგრამ პროვოკაციულობით Spring 1997: The Doll არც ერთს გადაუსწრია. მაკქუინის შთაგონების წყარო არტისტი Hans Bellmer იყო, რომელიც თოჯინებს ისე აწყობდა თითქოს მათ ადამიანურ ბუნებას ანიჭებდა. ლიმ ცდები პროპორციებზე ჩაატარა, მოდელები მეტალის აქსესუარებით ჩნდებოდნენ. ჩვენებაზე გამოვიდა ქეით მოსიც, რომელმაც წყლიანი პოდიუმი მაკქუინის დაბალწელიან bumster შარვლით გაიარა, რომელზეც ლიმ დაჟინებით აღნიშნა, რომ მამაკაცში სურვილის აღსაძრელად განკუთვნილი არ იყო. როგორც თვითონ ამბობს უბრალოდ უკანალის გამოჩენა კი არ სურდა, არამედ უნდოდა სხეული უფრო გრძელი გამოჩენეილიყო. ‘’ჩემთვის სხეულის ეს ნაწილი – დუნდულები დიდად არა, მაგრამ ხერხემლის დასასრული – ნებისმიერი ადამიანის ყველაზე ერტოიკული ნაწილია, ქალისაც და კაცის’’.

ჩანაწერი ჩვენებიდან:


9) Comme Des Garcons Spring 1997: Body Meets Dress, Dress Meets Body

სტატუს ქვოს შენარჩუნება რეი კავაკუბოსთვის საინტერესო არასოდეს ყოფილა. ეს მაშინე ნათელი გახდა, როდესაც 1981 წელს ქალის სადებიუტო კოლექცია წარადგინა მამაკაცისთვის დამახასიათებელი და დიდი ზომის სილუეტებით. 15 წლის შემდეგ მან კიდევ ერთი შოკისმომგვრელი შოუ შემოგვთავაზა Spring 1997 კოლექციით, რომელსაც Body Meets Dress, Dress Meets Body უწოდა. კოლექციაში სხეული უგულებელყოფილი იყო და თვითონ ტანსაცმელი ქმნიდა სხეულის ფორმას. კუბოკრული სხვადასხვა ფერის ნაჭრები, განსხვავებული ქსოვილები და კიდევ უფრო განხვავებული ფორმები ახალ სილუეტად იქნა მიჩნეული. ამ კოლექციას ’Lumps and Bumps’’-ის სახელითაც იხსენიებენ. ‘’არსებულის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩვენი სამსახურია. თუ ჩვენ არ წავალთ რისკზე, მაშინ ვინ წავა?’’ – განაცხადა იაპონელმა დიზაინერმა ვოგთან საუბრისას.


10) Hussein Chalayan Spring 1998: Between

კონცეპტუალური, ექსპერიმენტული, ინოვაციური ამ სიტყვებს ყველაზე მეტად ჰუსეინ ჩალაიან იმსახურებს. მის ჩვენებებზე ხის ავეჯი სამოსად გარდაიქმნება, კაბები კი ცოტაოდენი ტექნოლოგიური ჯადოქრობის წყალობით ჩვენს თვალწინ იცვლებიან, მაგრამ არცერთი ჩვენება ისეთი დასამახსოვრებელი არ ყოფილა, როგორც Spring 1998, რომლითაც მან საზოგადოებაში მუსლიმი ქალის სტატუსი დაგვანახა და არაჩვეულებრივად წარმოაჩინა, თუ როგორ შეიძლება ისეთმა მარტივმა რაღაცამ, როგორიც ქვედაბოლოა ასეთი დიდი აზრი დაიტიოს. მოდელების ჯგუფი ჩადრების განსხვავებული სიგრძით გამოჩნდნენ – პირველი მოდელის ჩადრი ზედაპირს წვდებოდა, ხოლო ბოლო კი სახესაც ძლივს ფარავდა. მოდელი სახის დაბლა სრულიად შიშველი იყო.


11) Azzadine Alaia Fall 1991

სექსუალური ნაქსოვი სამოსი თავიდანვე აზადინ ალაიას სავიზიტო ბარათად იქცა, ამიტომ Fall 1991 კოლექციაში მისი გამოჩენა გასაკვირი არ არის. ჩვენება მოდის კვირეულის დასრულებიდან რამდენიმე თვეში ჩატარდა, რადგან აზადინ ალაია თვლიდა, რომ ‘’კოლექცია მაშინ არის მზად, როცა მზადაა’’. ჩვენება განსაკუთრებით დაუვიწყარი ანთროპომორფიზმმა გახადა – კოლექციაში ვხვდებით პეპლებისა და ლეოპარდის პრინტებს.


12) Yohji Yamamoto Spring 1999

იოჯი იამამოტომ ქორწინების თემას 90-იანების ბოლოს ორი ჩვენება მიუძღვნა. ალბათ, რთულია აჯობო იმ კოლექციას, სადაც საქორწინო ქუდს 4 დამხმარე პერსონალი სჭირდება, თითოეული ბამბუკის ჯოხით ხელში, რომელიც იოჯიმ Spring 1998 კოლექციაში წარადგინა, მაგრამ იამამოტომ შეძლო ასეთი კოლექიის შექმნა, თან მეორე წელს. Spring 1999 ჩვენებაზე მოდელები ერთ კაბას იხდიდნენ, რომლის ქვეშ კიდევ ერთი ეცვათ, შემდეგ კიდევ ერთი და ჩვენს თვალწინ ახალი ლუქები იქმნებოდა. ‘’საქორწინო კაბის უკან ბევრი ისტორია უნდა იყოს’’ – განაცხადა იოჯიმ. კოლექცია იოჯის კარიერაში საუკეთესოდ არის მიჩნეული. ჩვენებაზე ვიხილეთ ვოგის Andre Leon Talley.


13) Alexander McQueen Spring 1999: No 13

ეს არ იყო უბრალოდ მოდური ჩვენება, ეს იყო დადგმა, სპეკტაკლი. პოდიუმზე ორი რობოტი იდგა, რომელთა გარშემოც მოდელები მსუბუქ და უფრო სენსუალურ სამოსში გამოწყობილნი მოძრაობდნენ. როდესაც პოდიუმზე შალომ ჰარლოუ გამოჩნდა უბრეტელო თეთრი კაბით, რომელიც მკერდთან ტყავის ქამრით იყო შეკრული, რობოტები ‘’გაცოცხლდნენ’’.  ჰარლოუ წრის ფორმის მბრუნავ პლატფორმაზე იდგა, ხოლო რობოტები, რომლებიც ძირითადად მანქანების შესაღებად გამოიყენებოდა, მის კაბას ღებავდნენ ქორეოგრაფიული ცეკვით.


14) Jean Paul Gautlier Spring 1994: Les Tatouages

‘’გასაოცარი ხედვა კულტურული სხვადასხვაობების ჰარმონიის’’ ამ სიტყვებით აღწერა ვოგმა ჟან პოლ გოტიეს Les Tatouages კოლექცია. ჩვენებას გასართობი ხასიათი ჰქონდა – პოდიუმზე მამაკაცები ქვედაბოლოებით ჩნდებოდნენ, დენიმი მეთვრამეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი ფორმებში იყო წარმოდგენილი, ვიხილეთ კორსეტები, ჟანა დარკის სტილის აბჯარი, პანკური გრაფიტის პრინტები და ასევე სამოსზე გამოსახული ტატუს პრინტები, რომლებმაც შესაძლოა მარტინ მარჯიელას მიერ 1989 წელს წარდგენილი კოლექცია გაგახსენოთ.


15) Calvin Klein Spring 1994

მისი მკრთალი, გამჭირვალე თეთრეულის კაბებით, კელვინ კლაინმა წერტილი დაუსვა წარმატების მისაღწევად გამოწყობილი ძლიერი ქალების სტილს, რომელიც ფემინურმა ‘’Waif’’ სტილმა ჩაანაცვლა. ‘’არაფერია მყარი’’ – განაცხადა დიზაინერმა. სამოსი მარტივი, მაგრამ მაცდური იყო და ზუსტად გადმოსცემდა კლაინის დამოკიდებულებას 90-იანების მიმართ, რომელიც როგორც ვოგთან თქვა: ‘’უფრო პირადულია, სახლში დარჩენასა და მარტო ყოფნაზეა და არა იმის წარმოჩენაზე, რაც უკან გაქვს’’.


16) Maison Martin Margiela Spring 1996

Trompe l’oeil მარტინ მარჯიელას ხელწერას წარმოადგენს. ჭრები, დიდი ზომის მხრები, პროვოკაციული ბოდეები და რა თუ არა ტაბის ფეხსაცმელი, ეს ყველაფერი არის მიზეზი იმისა, თუ რატომ გლოვობდნენ ადამიანები მარტინის მოდიდან წასვლას. ცნობილია, მარჯიელა ინტერვიუებს არ თანხმდებოდა. არც სჭირდებოდა – მისი ტანსაცმელი ზუსტად გადმოსცემს იმ უნიკალურ ინტელექტს, რომელიც მარტინს გააჩნია.


17) Christian Dior Spring 1998 Couture

დიორში შემოქმედებით ხელმძღვანელად დანიშვნიდან მალევე, გალიანომ ჩვენება პარიზის Opera Garnier-ში მოაწყო, რომელზეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ყველაზე მდიდრული შოუ იყო. კოლექციის შთაგონება Marchesa Casati იყო, სამოსი კი მეოცე საუკუნის სალონებსა და წვეულებებს გაგახსენებთ. კოლექციაში წარმოდგენილი იყო უზურგო, ღრმად ჩაჭრილი კაბები Art Nouveau პრინტებით, ოპერისთვის დამახასიათებელი ბეწვიანი მოსასხამები, მაქმანებიანი სწორი, მომდგარი კაბები, ვარდებიანი ქუდები. ფინალში კი კონფეტის პეპლის ფორმის ნაჭრები წვიმასავით დაეშვა.

ნაწყვეტები ჩვენებიდან:


18) Ann Demulemeester Spring 1997

ანტვერპენის ექვსეულიდან ერთ-ერთი ენ დემულემესთერია. მას უკვე ყავდა მიმდევრები, როდესაც Spring 1997 კოლექცია წარადგინა, სადაც სამოსში იდეალურად ერწყმოდა კლასიციზმი ასიმეტრიას და სინაზე ელეგანტურობას. კოლექციიდან რამდენიმე ლუქი Metropolitan Museum Of Art-ში მოხვდა. ‘’მინდოდა ახალი სილუეტი შემექნმა, რადგან ძალიან დავიღალე იმ ქალების ყურებით, რომლებიც სხეულზე მომდგარ სამოსს ატარებენ’’ – ენ დემულემესთერ


19) Balenciaga Spring 1998

ნიკოლა ჟესქიერი ბალენსიაგაში 15 წელი იყო შემოქმედებითი ხელმძღვანელი. თავდაპირველად ჟესქიერი ბრენდში ლიცენზიით მუშაობდა, რაც საქორწინო და დაკრძალვის კაბების შექმნას გულისხმობდა და ძირითადად იაპოური ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. ჟესქიერმა სადებიუტო კოლექციისთვის მხოლოდ შავ ფერში იმუშავა და უფრო მოკრძალებული იყო იმ კოლექციებთან შედარებით, რომლებიც შემდეგ ვიხილეთ, მაგრამ ზუსტად დაგვანახა მისი გენია, რაც არამხოლოდ სილუეტებში, არამედ კასტშიც გამოიხატა. ჩვენების ვარსკვლავი ახალგაზრდა ჟიზელ ბუნდჩენი იყო.


20) Gucci Fall 1996

ტომ ფორდის სუპერ სექსუალური Fall 1995 კოლექციის შემდეგ, რომელიც ვოგის სარა მაუერმა ძლიერ დარტყმას შეადარა რომლის დროსაც სუნთქა გეკვრება, 2 სეზონით გვიან, ტომმა Fall 1996 კოლექცია წარადგინა: ‘’ადამიანებს ძალიან ეშინოდათ პოდიუმზე ჰედონიზმის აღნიშვნა’’ – განაცხადა ტომმა მოგვიანებით. ვოგმა ამ ჩვენებას, რომელიც თხელი, თეთრი კაბებით დაიხურა სტუდია 54-ის მოდური ექვივალენტი უწოდა.


22) Versace Fall 1992: Miss S&M

ჯანი ვერსაჩეს Fall 1992 კოლექციამ, რომელსაც პროვოკაციულობისთვის Miss S&M ეწოდა, მოდა ორ მხარედ გაყო. მოდის კრიტიკოსი სუზი მენქსი ამბობდა: ‘’არ მინდა ქალები სექსის ობიექტებად ან რაიმე მსგავსად აღიქმებოდნენ, მაგრამ მათ არჩევნის უფლება აქვთ’’, ლეგენდარულ ფოტოგრაფს, ჰელმუტ ნიუტონს კი მოეწონა კოლექცია. პოდიუმზე ვერსაჩეს ფანტაზიები გაცოცხლდა, ფეტიშისტური ელემენტები გლამურულ საღამოს კაბებად გარდაიქმნა. ვოგმა კი დაწერა: ‘’მიმაგრება 8 ხელს მოითხოვდა’’. ლუქები ყურადღების მისაქცევად იყო განკუთვნილი არა ისეთი ადგილისთვის, როგორიც საპყრობილეა, არამედ წითელ ხალიჩაზე, სადაც ისინი სრულიად დომინირებდნენ.

ნაწყვეტი ჩვენებიდან:


22) John Galliano Spring 1995: Pin-Ups

São Schlumberger-ის შემდეგი შოუ ახლოვდებოდა და ყველას მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებდა: შეეძლო გალიანოს იგივე გაემორებინა? რა თქმა უნდა, შეეძლო და შეძლო კიდეც. ჩვენება პარიზის Pin-Up სტუდიაში ვინტაჟური მანქანების გარემოცვაში მოეწყო. ლითონის კედლები პორნოგრაფიული პოსტერებით იყო გაფორმებული. ლინდა ევანჯელისტა ყვითელი tulle-ს ქსოვილის კაბით, გვიანი 50-იანების Oldsmobile-ის მოდელსა და ჩვენების წინა რიგში მსხდომთა შორის გადაადგილდებოდა.


23) Olivier Theyskens Spring 1999

ოლივიე თეისკენსი მხოლოდ 20 წლის იყო, როდესაც პარიზის მოდის კვირეულზე სადებიუტო კოლექცია წარადგინა. ჩვენება, რომელიც იმპულსური განათების ქვეშ გაიმართა ნათლად გვიჩვენებდა, რომ თეისკენსისთვის წინათაობის ბელგიელების მინიმალიზი ნაცნობი იყო, მაგრამ კოლექციაში თეისკენსის ბუნებრივმა დრამატულობამ ყველა აღფრთოვანებული დატოვა. მადონა კი VH1 Fashion Awards-ზე ოლივიეს Spring 1999 კოლექციაში წარმოგენილი ყვითელი კაბით წარსდგა.


24) Viktor & Rolf Fall 1999 Couture: Russian Doll

გვიან 90-იანებში, ოტ კუტიური შემოქმედებითი ლაბორატორია ხდებოდა. ჰოლანდიელი დუეტის Rolf Snoeren-ისა და Viktor Horsting ჩვენებების განრიგში გამოჩენა ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც მათი არტისტული მიდგომა. დუეტი მოდაში მხოლოდ 5 წლის გამოჩენილი იყო, როდესაც მოდის საზოგადოება Russian Doll კოლექციით გააოცეს. პოდიუმზე სხვა ჩვენებებისგან განსხვავებით მხოლოდ ერთი მოდელი იყო, Maggie Rizer, რომელიც მბრუნავ პლატფორმაზე იდგა. ჩვენება უხეში ნაჭრის, მინიკაბით გაიხსნა, და უზარმაზარი მოსასხამით დასრულდა, რომელიც ყვავილით იყო გაფორმებული. ვოგის André Leon Talley-მ კოლექციას “კუტიურის კვირეულის ვიაგრა’’ უწოდა


25) Thierry Mugler Fall 1995 Couture: Le Cirque

თიერი მუგლერს Fall 1995 კოლექციით მოდაში 20 წელი შეუსრულდა. კოლექციის წარსადგენად მუგლერმა ლოკაციად ცირკი აირჩია. მუგლერი შოუმენი იყო, რომელიც კოსტიუმებს ფილმისთვის ქმნიდა. სკალპელის ჭრები და აეროდინამიკური დეტალები, რომელიც მუგლერისთვის იყო დამახასიათებელი, ამ კოლექციაშიც იქნა წარმოდგენილი, მაგრამ შოუ დაუვიწყარი James Brown-ის შესრულებამ და ისეთი ცნობილი ადამიანების გამოჩენამ გახადა, როგორებიც ვერუშკა, Tippi Hedren, Patty Hearst იყვნენ.