51 წლის მომღერალი და სამი შვილის დედა სელინ დიონი ფრანგული კომსეტიკური საშუალებების მწარმოებელი ბრენდის L’Oréal Paris-ის ახალი სახეა. ბრენდისთვის პარიზში გადაღებული “Excellence Hair Color” სარეკლამო რგოლი 22 აპრილს გამოვა.

“ბავშვობაში კბილების პრობლემები მქონდა და ძალიან, ძალიან გამხდარი ვიყავი. სკოლაში დამცინოდნენ და, ამიტომ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს რეკლამის გაწევას მთხოვდნენ L’Oréal Paris-ისთვის, მთელს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბრენდისთვის ბოლო 100 წლის მანძილზე. თანაც 51 წლის ასაკში ?”

“მსოფლიო იცვლება და L’Oréal ამ ცვლილების ნაწილია ქალებისთვის. ადამიანის 20-30-იანი წლები არაჩვეულებრივია, თუმცა უკან დაბრუნებას არ ვისურვებდი. როგორც მომღერალს, ქალიშვილს, დას, მეგობარსა და პარტნიორს, თავი ასე ლამაზად და ძლიერად არასდროს მიგრძვნია. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.”

როგორც იცით, კოსმეტიკური ბრენდის ცნობილია ლოზუნგია “იმიტომ, რომ ამას იმსახურებ”

“შეიძლება სცენაზე დგახარ, ან ტელევიზორში ჩანხარ, თუმცა ყველას გვაქვს ხმა, იმიტომ რომ ამას ვიმსახურებთ. ყველას გვაქვს ოცნებები. ეს ფრაზა სამუდამოდ იცოცხლებს და გააძლიერებს ქალთა ძალაუფლებას.”