მოდის სამყაროში ტრენდები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ სანამ ჩვენ შევძლებთ მათ ინტეგრირებას გარდერობში, შესაძლოა ისინი უკვე სულაც აღარ ითვლებოდნენ ტრენდებად. აქედან გამომდინარე, ახალი ნივთების შეძენისას ყოველთვის ჯობს არჩევანი კლასიკურ, სუფთა და მუდმივ დიზაინებზე შევაჩეროთ. ეს კი, განსაკუთრებით აქსესუარებს ეხება.
გთავაზობთ 5 აქსესუარს თქვენი საშემოდგომო გარდერობის გასამრავალფეროვნებლად
კლასიკური ლოფერები

კლასიკური დიზაინით შექმნილი მსგავსი ფეხსაცმელი არასდროს გადადის მოდიდან. ნატურალური ტყავი კი იმის გარანტია, რომ ლოფერები წლების განმავლობაში შეინარჩუნებენ ღირსეულ ადგილს თქვენს გარდერობში. იქნება ეს ჯინსები, ქვედაბოლოები თუ კლასიკურ შარვლები – კლასიკური ფეხსაცმელი შეგიძლიათ დააწყვილოთ ნებისმიერი სტილის სამოსთან.
Cateye სათვალე

ცივი ამინდები სულაც არ ნიშნავს, რომ მზის სათვალეზე უარი უნდა ვთქვათ. ყოველდღიური ლუქები ბევრად უფრო კარგად გამოიყურება სწორად შერჩეული აქსესუარებით. მზის სათვალე ერთ-ერთი ასეთი აუცილებელი აქსესუარია. Cateye ფორმა კი, კლასიკური და მარადიულად ტრენდულია, ამასთან ის თითქმის ნებისმიერი სახის მოყვანილობას ერგება.
ოქროსფერი ბეჭედი

სამკაულები აუცილებელი აქსესუარების სიაში ყოველთვის უნდა გვქონდეს, ისინი ლუქებს ბევრად უფრო გამოცდილ და დახვეწილ შეხედულებას სძენენ. სუფთა და საინტერესო დიზაინით შექმნილი ბეჭდები ყოველთვის ტრენდული და მოდური არჩევანია.
ოქროსფერი ყელსაბამი

ჯაჭვის “ჩოკერები” უკვე წლებია ტრენდულია და ჯერ კიდევ ინარჩუნებს პოპულარობას. მინიმალისტური ლუქებისთვის შარმისა და საინტერესო დეტალების მისაცემად სტილისტები ხშირად იყენებენ მსგავსი სტილის სამკაულებს. Რაც მთავარია, მინიმალისტურ ლუქებთან ერთად ისინი არასდროს გამოიყურება გადატვირთულად.
დიდი ზომის ჩანთა

Oversized tote bag დიზაინი მუდმივი, კომფორტული და პრაქტიკული აქსესუარია ნებისმიერი ადამიანისთვის. სუფთა დიზაინი და არაპრობლემური ფერი ხელს გვიწყობს შევუხამოთ ის ნებისმიერ ლუქს, იქნება ეს დღე ოფისში თუ ყოველდღიური საქმეები, მაგალითად შოპინგი ან გასეირნება მეგობრებთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ნივთები საქართველოში ხელმისაწვდომია Aldo-ს ოფიციალურ მაღაზიებში, შემდეგ მისამართებზე: თბილისი მოლი, ისთ ფოინთი და დავით აღმაშენებლის 142.