მოდის უმსხვილეს კონგლომერატთან თანამშრომლობით რიანამ მაკიაჟის, ტანსაცმლის და საცვლების ბრენდები შექმნა. მოდაში წარმატებულ ბიზნეს კარიერას უკავშირდება რიანას 600 მილიონი დოლარის ქონება, რომლითაც 2 თვის წინ ფორბსის რეიტინგში ყველაზე მდიდარი ქალი შემსრულებლის სტატუსი მიიღო, თუმცა როგორც ფორბსის უახლესი სტატიიდან ირკვევა, 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მუსიკოსი ტეილორ სვიფტია. სვიფტის ახალი ალბომი “Lover,” რომელიც 3 დღის წინ გამოვიდა, უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. რეფაბლიქ რექორდსის დამფუძნებლის და ხელმძღვანელის, მონტე ლიპმანის თქმით, ტეილორის ახალი ალბომი წინასწარი შეკვეთით დაახლოებით მილიონი ასლი გაიყიდა. სამი დღის შემდეგ, Target – მა დაადასტურა, რომ “Lover” წინასწარ შეკვეთებით ყველაზე გაყიდვადი ალბომი იყო ტეილორის Reputation – ის შემდეგ. გამოსვლის პირველ დღეს, ამერიკაში 450,000 გაყიდული ასლით, “Lover” ქვეყანაში 2019 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომიც გახდა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/08/2cdERqs.gif)
ფორბსის 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მუსიკოსები:
1.ტეილორ სვიფტი – $185 მილიონი
2.ბიონსე – $81 მილიონი
3.რიანა – $62 მილიონი
4.ქეითი ფერი – $57.5 მილიონი
5.პინკი – $57 მილიონი
6.არიანა გრანდე – $48 მილიონი
7.ჯენიფერ ლოპესი – $43 მილიონი
8.ლედი გაგა – $39.5 მილიონი
9.სელინ დიონი – $37.5 მილიონი
10.შაკირა – $35 მილიონი