თამამად შეიძლება ითქვას, რომ სილამაზისა და კანის მოვლის ინდუსტრია არასდროს ყოფილა იმდენად აქტუალური, როგორც ახლა. ცნობილი ვარსკვლავებისა თუ მოდის სახლების მიერ, ყოველწლიურად, არაერთი ახალი პროდუქტი იქმნება, თუმცა ბრენდი, რომლის შესახებაც ამ სტატიაში მოგითხრობთ, ბაზარზე არსებულ კონკურენციაშიც, იშვიათი და გამორჩეულია.

პირველი, რაც 111SKIN-ის შესახებ უნდა იცოდეთ, ისაა, რომ ეს არ გახლავთ მორიგი ბრენდი, რომლის მიღმაც პოპ-კულტურაში ცნობილი არტისტი, ინფლუენსერი, თუ მომენტის ყველაზე განხილვადი დიზაინერი დგას. 111SKIN პლასტიკურმა ქირურგმა, იანის ალექსანდრიდისმა ბიზნეს-პარტნიორ – ევა ალექსანდრიდისთან ერთად დააფუძნა. იანის ალექსანდრიდისი ლონდონში მდებარე კლინიკის, 111 Harley St-ის მთავარი პლასტიკური ქირურგია და მას სამედიცინო და ესთეტიკურ სფეროში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ კლინიკის სახელწოდებიდან მომდინარეობს ბრენდის – 111SKIN-ის სახელწოდებაც.

111SKIN-ის დამფუძნებლები – იანის და ევა ალექსანდრიდისები

111SKIN უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. პლასტიკური ქირურგიისა და კანის მოვლის ექსპერტების მიერ დაფუძნებული ბრენდის პარტნიორი Profbeauty გახდა. Profbeauty-ის ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ეს არის კომპანია, რომელშიც განსაკუთრებით აფასებენ ხარისხს, ინოვაციასა და ეფექტურ ფორმულებს. გამომდინარე აქედან, მოულოდნელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ სიახლეს, რომ ისეთი ინოვაციური და პრემიუმ ბრენდი, როგორიც არის 111SKIN, ქართულ ბაზარზე, სწორედ Profbeauty -ისთან თანამშრომლობით შემოვიდა.

აგრესიული მარკეტინგის ერაში, სიტყვები ინოვაციური თუ ხარისხიანი, ზოგჯერ, გაზვიადებულადაც შესაძლოა მოგვეჩვენოს, თუმცა 111SKIN-ის შემთხვევაში, ისინი ნამდვილ მნიშვნელობას იძენენ. 2004 წელს, ასტრონავტების ცხოვრების წესზე სპეციალიზირებული მეცნიერთა გუნდი ეძებდა ესთეტიკურ ქირურგს, რათა მასთან ერთად, ეზრუნათ კოსმოსში მოგზაური ასტრონავტების კანის სიჯანსაღეზე. ისინი სწორედ იანის ალექსანდრისს დაუკავშირდნენ. მეცნიერებთან ერთად, იანისმა აღმოაჩინა და შეიმუშავა ინოვაციური ინგრედიენტი – NAC Y², რომელიც ეფექტურად ებრძვის კანის დაბერებას.

111SKIN-ის Black Diamond ხაზი

დღესდღეისობით, NAC Y² შედის 111SKIN-ის ყველა პროდუქტში, მათ შორის Black Diamond ხაზის პროდუქტებში. Black Diamond ბრენდის ანტიასაკობრივი ხაზია, რომელიც აღადგენს კანის სტრუქტურას, ატენიანებს და ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს. ხაზი აერთიანებს, როგორც დამატენიანებელ კრემებს, აგრეთვე ნიღბებს, შრატებსა და დასაბან საშუალებებს. C ვიტამინის გამწმენდი დასაბანი ქაფი და ბუსტერი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისათვის და ღრმა სისუფთავესთან ერთად, კანზე ამცირებს მუქ წრეებსა და ლაქებს, სახის სტრუქტურას კი, ნათელ და ჯანსაღ იერს სძენს.

111SKIN -ს ხშირად ვხვდებით ცნობილი გამოცემებისა თუ შოპინგ პლატფორმების, Harper’s Bazaar -ის, Porter -ის და Sheerluxe -ის რედაქტორების რჩეულ კანის მოვლის პროდუქტებში. 111SKIN-ის უნიკალური კონცეფცია და ეფექტური ფორმულები ყურადღების მიღმა არც ვარსკვლავებს დარჩათ. მიმდინარე წლის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ კიმ კარდაშიანის საინვესტიციო კომპანიამ, Skky Partners -მა 111SKIN-ში ინვესტიცია განახორციელა. მიღებული ინვესტიციით, 111Skin გეგმავს, რომ გააძლიეროს და გააფართოვოს ბიზნესი, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ბრენდი მომავალში კიდევ უფრო საინტერესო სიახლეებს შემოგვთავაზებს. აღსანიშნავია, რომ გარიგების ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა 111SKIN-ის წარმომადგენლებმა მედიასთან დაადასტურეს, რომ ბრენდის საკონტროლო წილის მფლობელი კვლავაც იანის და ევა ალექსანდრიდისები არიან.

საერთაშორისო პრესა 111SKIN-ის შესახებ

ბრენდის მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენა და დათვალიერება უკვე შესაძლებელია Profbeauty -ის ოფიციალურ საიტზე – profbeauty.ge-ზე, სადაც Fashionholics Online-ის მკითხველისთვის მოქმედებს ფასდაკლება, რომელსაც კოდის, “fashionholics111skin” – ის გამოყენების შემდეგ მიიღებთ. გარდა ოფიციალური საიტისა, ბრენდი შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ მაღაზია – veli.store-ზე და Beauty Corner by Podium-ის სივრცეებში, ბათუმსა და თბილისში.