კენიაში დაბადებული სომალელ-ამერიკელი მოდელი ჰალიმა ეიდენი პირველი მუსლიმი მოდელია, რომელმაც ჟურნალ Sports Illustrated Swimsuit-ისთვის ჰიჯაბითა და ბურკინით ოპოზიორა. ფოტოსესია კენიაში, უატამუს პლაჟზე იუ ცაიმ გადაიღო.
“ვფიქრობ ჩემს ექვსი წლის მეზე, რომელიც ამავე ქვეყანაში ლტოლვილთა ბანაკში იყო. გაიზარდო ამერიკული ოცნებით და SI-ს ფოტოსესიისთვის კენიაში დაბრუნდე მის ყველაზე ლამაზ ადგილას – ვფიქრობ, ასეთ ისტორიას ვერავინ გამოიგონებს.”
ჰალიმა 19 წლის ასაკში ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან გახდა პირველი ქალი, რომელმაც ჰიჯაბი ჩაიცვა მის მინოსეტა USA-ს შოუში, სადაც ნახევარ ფინალისტი იყო. შემდეგ IMG-ისთან კონტრაქტი გააფორმა და წარმატებული საერთაშორისო მოდელი გახდა.