ვაშინგტონში, Kennedy Center Honors-ის ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა. წელს ჯორჯ კლუნი იმ ვარსკვლავებს შორის იყო, რომელთა შემოქმედებით მოღვაწეობასაც ცერემონია მიეძღვნა. Kennedy Center Honors-ზე ყურადღების ცენტრში მსახიობი ჯულია რობერტსი აღმოჩნდა. ის თავისი კოლეგის პატივსაცემად გამართულ ცერემონიაზე ორიგინალური და საკმაოდ სახალისო იმიჯით გამოჩნდა. რობერტს ეცვა კაბა, რომელზეც ჯორჯ კლუნის ფოტოები იყო დაპრინტული.
აღსანიშნავია, რომ კაბაზე დატანილი გამოსახულებები ჯორჯ კლუნის ცნობილ მომენტებს ასახავს – ეს არის კადრები მსახიობის ცნობილი ფილმებიდან, სხვადასხვა საჯარო გამოსვლის დროს გადაღებული ფოტოები და ასე შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ჯორჯ კლუნსა და ჯულია რობერტს, გარდა პროფესიული პარტნიორობისა, დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. რაც შეეხება მათ სამსახიობო წყვილს, მაყურებელმა ვარსკვლავები რამდენიმე ფილმში იხილა პარტნიორების ამპლუაში. აღსანიშნავია “ოუშენის მეგობრების” ისტორიაში რობერტსისა და კლუნის მიერ შესრულებული როლები. ახლახან კი, მსახიობები კვლავ გაერთიანდნენ და ახალ რომანტიკულ კომედიაში სახელწოდებით Ticket to Paradise მთავარი პერსონაჟები განასახიერეს.