ჯეფრი სტარი პოპულარული YouTube ბიუთი ბლოგერია, რომელსაც კოსმეტიკური საშუალებების ხაზი Jeffree Star Cosmetics 2014 წლიდან აქვს.
ინფლუენსერის თქმით, მისი კოსმეტიკური პროდუქტები, მათ შორის ქონსილერების ხაზი, რომელზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა და ჯერ გაყიდვაში არ იყო, მისი საწყობიდან მოიპარეს და შავ ბაზარზე ყიდიან. წაღებული პორდუქციის ფასი 2,5 მილიონი დოლარია. მაგრამ ამ ამბავში ერთი დადებითი დეტალიც არის. დაზღვევა დაკარგულ თანხას ჯეფრის სრულად აუნაზღაურებს.
მსგავსი შემთხვევა ერთი წლის წინაც მოხდა, როდესაც Anastasia Beverly Hills-ის 4,5 მილიონი დოლარის ღირებულების თვალის ჩრდილები მოიპარეს.