Victoria’s Secret-ის ყოფილმა ანგელოზმა ჯასმინ ტუქსმა და Snapchat-ის საერთაშორისო ბაზრის დირექტორმა ხუან დავიდ ბორერომ ქორწილი ხუანის მშობლიურ კიტოში გადაიხადეს. საქორწილო კაბა დიზაინერმა ზუჰაირ მურადმა შექმნა, რომელიც გრეის კელის კლასიკად ქცეული საქორწილო კაბით იყო შთაგონებული. მეჯვარეებს შორის იყვნენ Victoria’s Secret-ის ყოფილი მოდელებიც, მათ შორის ჯოზეფინ სკრივერი, შანინა შეიკი, სარა სამპაიო და ლაის რიბეირო.

ჯასმინმა და ხუანმა ერთმანეთი 2016 წელს გაიცნეს, როდესაც Snapchat-მა ჯასმინთან ახალი ფუნქციის პიარისთვის დაიწყო თანამშრომლობა. წყვილი 2020 წლის სექტემბერში დაინიშნა.