Pull&Bear მომხმარებელს მუდმივად განახლებად კოლექციებს სთავაზობს. ის, რაც სეზონზე აქტუალურია, რასაც ქუჩებსა თუ კლუბებში ვხედავთ და რაშიც ახალგაზრდული სულისკვეთება ვლინდება, Pull&Bear-ის პროდუქტების შთაგონების წყაროა. 1991 წლიდან ბრენდი ახალგაზრდებისთვის ქმნის ხელმისაწვდომ სამოსს, რომელშიც ისინი თავს კარგად და კომფორტულად იგრძნობენ, ყოველდღიურად მოიხმარენ და იქნებიან თანამედროვეები.
როგორც ყოველთვის, Pull&Bear-ის ახალ კოლექციაშიც ბევრ საჭირო ნივთს აღმოაჩენთ, მათ შორის კი თქვენთვის რამდენიმე გამოვარჩიეთ:
ზოლიანი სვიტერი და პარკა
დგება დრო, როცა ჩვენს გარდერობში ადგილი თბილ, საშემოდგო სამოსს უნდა დავუთმოთ. ასეთია კაცის კოლექციიდან ლურჯი ფერის თეთრზოლებიანი სვიტერი და მსუბუქი შავი ფერის პარკა, რომლებიც „ქეჟუალ“ სტილის მოყვარულების გულს მოიგებს.


ბლეიზერი და ლურჯი ჯინსი
ეს კომბინაცია პოპულარობას არ კარგავს. Pull&Bear-ის ქალის კოლექციაში სხვადასხვა სახის ბლეიზერებსა და ჯინსებს ნახავთ, ჩვენი ფავორიტი კი ნაცრისფერი ჰაუნსტუთის ჩეკის ბლეიზერი და დაბალწელიანი ფართო ლურჯი ჯინსია. ვერცხლისფერი მხარზე გადასაკიდი ბალთიანი ჩანთა კი თქვენს ლუქს სრულყოფს.


კარგო შარვალი და ჟილეტი
თუ გსურთ, ჩაცმულობა დისკომფორტს არ გიქმნიდეთ, მაშინ კარგო შარვალი თქვენთვის ერთ-ერთი გამოსავალია. ეს არის სტილი, რომელიც 2000-იან წლებში განსაკუთრებით აქტუალური იყო, ხოლო Y2K ტენდენციების დაბრუნების პარალელურად მისი პოპულარობა კვლავ გაიზარდა. ჩაიცვით კრემისფერ კარგო შარვალთან მწვანე ჟილეტი, რომელიც დაგეხმარებათ ცივ ამინდში თავი თბილად იგრძნოთ.


ჰუდი და სპორტული ფეხსაცმელი
იმ მამაკაცებს კი, რომლებიც ასევე კომფორტს დაეძებენ, Pull&Bear თავის კოლექციაში სთავაზობს ჯიბიან, წარწერის მქონე ჰუდს და ასევე სხვადასხვა მასალისა და ფერთა კომბინაციით შექმნილ სპორტულ ფეხსაცმელს.


ლეგინსები და კედები
მათ, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწევა, ვარჯიშობს და სხვადასხვა სახის აქტივობით არის დაკავებული, უნაკერო, ამობურცულზოლებიანი ლეგინსები ნამდვილად გამოადგებათ. მასთან შეგიძლიათ Pull&Bear-ის თეთრი ფერის კედები ჩაიცვათ და გადადგათ მორიგი ნაბიჯი საკუთარი თავის გაუმჯობესებისკენ.

