ბრიტანელები ყოველწლიურად 6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს ხარჯავენ ცნობილი ადამიანების გავლენით. საფინანსო კომპანია Zopa-მ 2000 ადამიანი გამოკითხა და დადგინდა, რომ ბრიტანელი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ფულს ცნობილი ადამიანების გავლენით ხარჯავს და მათი წლიური დანახარჯიდან 517 ფუნტი სტერლინგი ცნობილ ადამიანთან არის კავშირში. გამოკითხვის თანახმად, სოციალური ქსელებიდან ყველაზე დიდი გვალენა საზოგადოების ჩაცმის სტილზ ეისევ ინსტაგრამს აქვს.

მამაკაცი ინფლუენსერებიდან პირვედ ადგილს იკავებს დეივიდ ბექჰემი.

დეივიდ ბექჰემი

მას მოჰყვება ბრედლი კუპერი და ჯორჯ კლუნი. სიაში ასევე შედის კრიშტიანო რონალდო, ქანიე უესტი, რაიან გოსლინგი, დევიდ გენდი, ჯასტინ ბიბერი და ჰარი სტაილსი.

ქალებიდან პირველ ადგილზეა ბრიტანელი ტელე-წამყვანი და მოდელი ჰოლი უილობაი.

ჰოლი უილობაი

მეორე და მესამე პოზიციას შესაბამისად იკავებენ რიანა და ქეით მიდლტონი. სიაში ასევე მოხვდნენ კარდაშიანები, ქეით მოსი, მეგან მარკლი, ტეილორ სუიფტი, ვიქტორია ბექჰემი და ემა უოტსონი.