26 ივნისს ლოს-ანჯელესში კომედიური ტალანტ შოუს, “Bring the Funny”-ის პრემიერა შედგა, რომლის ჟიურის ერთ-ერთი წევრი 33 წლის ამერიკელი მოდელი და წამყვანი ქრისი თიგენია. ქრისი პრემიერაზე ქართველი დიზაინერის, ლადო ბოკუჩავას წითელი კაბა-პიჯაკით გამოჩნდა, რომელიც დიზაინერმა 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე წარადგინა.
სტილისტი: მონიკა როუზი
ლადო ბოკუჩავა გაზაფხული/ზაფხული 2019