ფრანგულმა კონგლომერატმა ქერინგმა, რომელიც ისეთი ბრენდების მფლობელია, როგორებიცაა: გუჩი, ბალენსიაგა და სან ლორანი, გადაწყვიტა, რომ მხოლოდ იმ მოდელებთან ითანამშრომლოს, რომელთა ასაკიც 18 წელს აღემატება.
ქერინგი ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას 2020 წლიდან გეგმავს.

“გვჯერა, რომ პასუხისმგებლები ვართ საუკეთესო მეთოდების წამოყენებაზე და ვიმედოვნებთ ისეთი მოძრაობის შექმნას, რომელიც სხვებსაც უბიძგებს იგივე გაიმეორონ” – განაცხადა ქერინგის თავჯდომარემ და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ფრანსუა-ანრი პინომ

ფრანსუა ანრი პინო და ალესანდრო მიკელე