2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე გიორგი ქებურიას შექმნილი პერსონაჟები ახალ ისტორიას გვიყვებიან. ამჯერად მათი თავგადასავალი გემზე გრძელდება. დიზაინერის კოლექციაში მთავარი დეტალი ღუზაა. სიმბოლო აფორმებს როგორც სამოსს, ისე აქსესუარებს და ნამუშევრებში საზღვაო თემატიკის ინსპირაციას მკაფიოდ უსვამს ხაზს. თიკო პაქსაშვილმა თანამედროვე დიზაინში სამოსის ისტორიული ელემენტები გამოიყენა. სპორტულის სტილის უჩვეულო სინთეზით, კოლექცია ბევრ შეუსაბამობას მოიცავს, თუმცა საბოლოო შედეგს ამართლებს. აკა ფროდიაშვილმა კი მისტიური სახეები შექმნა, რომელთა იდენტობებიც ერთმანეთისგან განსხვავდება და სინათლის წრიული სხივებით გარშემორტყმულები, გვიქმნიან განცდას, რომ ისინი კომპიუტერით გენერირებული სამყაროს ნაწილს წარმოადგენენ.


Keburia გაზაფხული/ზაფხული 2023

ფოტოგრაფი: ბექა გულვა
მოდელები: მილან ლი, თათუკა ფორჩხიძე, ლიზა კილაძე, ნუცა ღულაძე, მარიშა გვიდანი
ფროდაქშენი: მერი ბიჭაშვილი
მაკიაჟი: მარი ბაგრამიანი
თმა: ვიკტორია გიგიაშვილი

Tiko Paksa გაზაფხული/ზაფხული 2023

ფოტოგრაფი: აკა ფროდიაშვილი
მოდელი: მილან ლი
მაკიაჟი: ია ვონ ვალენტინ

Aka Prodiashvili გაზაფხული/ზაფხული 2023

ფოტოგრაფი: აკა ფროდიაშვილი
მოდელები: ნიკა არაკელოვი, ციცი ელიკაშვილი
მაკიაჟი: მარი ბაგრამიანი