1955 წლის აგვისტოს ერთ ცხელ დღეს, პარიზის “ზამთრის ცირკში” ლეგენდარულმა რიჩარდ ავედონმა დიორის ელეგანტურ საღამოს კაბაში ჩაცმული იმ პერიოდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი დოვიმა მოუქნელ აფრიკულ სპილოებთან ერთად აღბეჭდა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო კადრიც მიიღო.


რიჩარდი დოვიმას თავისი დროის ყველაზე ჩინებული და არატრადიციული, ელეგანტური და არისტოკრატული სილამაზის მქონე ქალად მიიჩნევდა. მოდელის დახვეწილი მანერები ნათლად არის წარმოჩენილი ფოტოზე, რომელზეც მოდის ფოტოგრაფიაში ესთეტიზმის უმაღლესი დონეა ასახული და რომელიც ქალური სილამიზისა და შარმის სიმბოლოდაც შეიძლება ჩაითვალოს.

“ის ექსტრაორდინარული რამეების გაკეთებას მთხოვდა. მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ შესანიშნავი ფოტოს ნაწილი გავხდებოდი.”

დოვიმა


კაბა, რომელიც დოვიმას ფოტოზე აცვია, კრისტიან დიორის თავის ახალ ასისტენტ ივ სან ლორანთან ერთად შექმნილი პირველი ნამუშევარია.

“დოვიმა სპილოებთან” პირველად 1955 წელს ჰარპერს ბაზარის გამოცემაში გამოქვეყნდა და მოდის ფოტოგრაფიის მომავალი ტენდენციები განსაზღვრა.