მეიბელინი ნიუ-იორკში ახალ სარეკლამო კამპანიებს იღებს. პაპარაცებმა გადაღებაზე ბრაზილიელი ადრიანა ლიმა და დანიელი ჯოზეფინ სკრივერი დააფიქსირეს. მეიბელინთან თანამშრომლობამ ადრიანას ბევრი ფული და დიდი აღიარება მოუტანა. ბრაზილიელი მეიბელინის სახედ 2003 წელს დასახელდა. დანიელი ჯოზეფინ სკრივერი ბრენდს გასული წლიდან უწევს რეკლამას. ადრიანას და ჯოზეფინს ერთად ვიქტორია სეკრეტის გადაღებებშიც მიუღიათ მონაწილეობა. დანიელი ვიქტორია სეკრეტის ოჯახს 2013 წლიდან შეუერთდა.

ახალი ფოტოები მეიბელინის გადაღებიდან, ნიუ-იორკი, ამერიკა