ლუი ვიტონის და ზარას მფლობელები პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულში არიან. 76 მილიარდი დოლარით ბერნარ არნო მსოფლიოში მეოთხე ყველაზე მდიდარი ადამიანია. 69 წლის არნო მოდის ყველაზე დიდი კონგლომერატის, LVMH-ის მფლობელია. LVMH აერთიანებს მოდის ცნობილი ბრენდების მნიშვნელოვან ნაწილს,მათ შორის ლუი ვიტონს და დიორს. ფორბსის მიხედვით,ლუი ვტონი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოდური ბრენდია. LV-ის წლიური შემოსავალი 12 მილიარდ ევროს აჭარბებს. მოდაში მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი გახლავთ ამანსიო ორტეგა,ზარას დამფუძნებელი, რომელიც 2019 წლის მონაცემებით 62.7 მილიარდ დოლარს ფლობს.

ათეულში ყველაზე ახალგაზრდა ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგია. მარკი 2019 წლამდე ითვლებოდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანად, რომელმაც მილიარდი საკუთარი ძალებით გამოიმუშავა. 2019 წლიდან ეს სტატუსი კაილი ჯენერს გადაეცა, რომელიც 21 წლის ასაკში გახდა მილიარდერი. კაილიმ 3 წლის წინ შექმნა საკუთარი კოსმეტიკური კომპანია Kylie Cosmetics.

Kylie Jenner for Forbes