2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები რამდენიმე თვის წინ ვიხილეთ, ახლა კი ბრენდები ამ სეზონის კამპანიებს აქტიურად აქვეყნებენ.

მაქს მარამ თავისი შემოდგომა/ზამთარი 2019 კამპანიისთვის ტოპ მოდელები გააერთიანა. ფოტოები წინა სეზონის მსგავსად სტივენ მეისელმა გადაიღო და შედეგი კვლავ გამორჩეულია.

მაქს მარა შემოდგომა/ზამთარი 2019

ფოტოგრაფი: სტივენ მეისელი
სტილისტი: კარინ როიტფელდი
თმის სტილისტი: გუიდო პალაუ
მაკიაჟის არტისტი: პატ მაკგრათი
კასტინ დირექტორი: პიერჯორჯიო დელ მორო
მოდელები: Anok Yai, Emily Driver, Hyun Ji Shin, Mona Tougaard & Bente Oort

ტოპ მოდელები ვიხილეთ ფენდის ახალ კამპანიაშიც. ქასთიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საშა ლუსის გამოჩენა, რომელმაც რამდენიმე წელია მოდელობას თავი დაანება და მსახიობობა გადაწყვიტა. კოლექციას, რომელიც ფენდის ყოფილ შემოქმედებით ხელმძვანელს, კარლ ლაგერფელდის ხსოვნას ეძღვენბოდა, რეკლამას უწევენ: ფრანს სამერსი, კრის გრიკაიტე, საშა ლუსი, ჩუნ ჯინი, ოფელი გილერმან.

ფენდი შემოდგომა/ზამთარი 2019

შემოქმედებითი ხელმძღვანელი: სილვია ფენდი