სიტუაციონისტი პარიზის მოდის კვირეულის განრიგში ისევ გვხვდება. პირველად ქართული ბრენდი მოდაში ყველაზე მნიშვნელოვანი სახელების გვერდით გასულ სეზონზე ვიხილეთ, როცა ღონისძიებას ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან ათი ახალი დიზაინერი შეუერთდა. 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის ფარგლებში, ირაკლი რუსაძემ თავისი ბრენდის კოლექცია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან მოდურ ღონისძიებაზე ციფრული პრეზენტაციის სახით წარადგინა.
სიტუაციონისტის ახალი კოლექციის პრეზენტაცია 2 მარტს იგეგმება. პარიზის მოდის კვირეული პირველიდან ცხრა მარტის ჩათვლით გაიმართება.
იხილეთ სრული განრიგი