24 წლის ტიმოთი შალამეს მონაწილეობით ახალი კინოსურათი გამოვა. მსახიობი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოების, ფრენკ ჰერბერტის სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის საკულტო რომანის „დიუნის“ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს. ფილმის გადაღების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გავრცელდა, ამჯერად კი, სოციალურ ქსელებსა და საერთაშორისო მედიაგამოცემებში ფილმიდან კადრის ამსახველი პირველი ფოტოც გამოჩნდა.
DUNE-ის რეჟისორი Blade Runner 2049-ის შემქმნელი, ოსკარის ნომინანტი დენი ვილნიოვია. კინოსურათში შალამეს სამსახიობო პარტნიორობას უწევენ რებეკა ფერგიუსონი, ზენდაია, ჯეისონ მომოა, შარლოტა რემპლინგი და ჰოლივუდის სხვა ცნობილი სახეები. DUNE-ის პრემიერა 2020 წლის 18 დეკემბერს იგეგმება.