ჯერ 10 დღეც არ გასულა, რაც ახალი წლის დადგომა ვიზეიმეთ, თუმცა უკვე გვიწევს გამცნოთ, რომ სილამაზის ინდუსტრიას, საკუთარი კოსმეტიკური ხაზით, კიდევ ერთი ვარსკვლავი უერთდება. ამერიკელმა მომღერალმა, Halsey-მ სიახლე რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა. უკვე ცნობილია ბრენდის დასახელებაც – “about-face”.

მომღერლის კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 40-ზე მეტი პროდუქტით გამოვა. ყველაფერი იქნება ვეგანური. ახალგაზრდა ბრენდში ხაზს უსვამენ ფაქტს, რომ კოსმეტიკას ცხოველებზე არ ტესტავენ. აღსანიშნავია, რომ Halsey-ს სილამაზის ინდუსტრიასთან წარსულშიც ჰქონდა შეხება. ის YSL Beauty -ს სახე იყო. რაც შეეხება ფასებს, “about-face”-ის პროდუქციის ფასები 17$ -იდან იწყება.