9 ნოემბერს Netflix-ზე გაერთიანებული სამეფოს ოჯახზე გადაღებული სერიალის – Crown-ის მეხუთე სეზონის პრემიერა შედგება. ათი ეპიზოდისაგან შემდგარი სეზონის ფოკუსში კვლავაც პრინცესა დაიანა იქნება. ამჯერად, მოვლენები 90-იანი წლების დიდ ბრიტანეთში განვითარდება და მაყურებელი ლედი დის ცხოვრების ბოლო წლების მხატვრულ ინტერპრეტაციას იხილავს.საპრემიერო თარიღიდან გამომდინარე, სტრიმინგ სერვისი ნეტფლიქსი თრეილერს სულ მალე წარადგენს, თუმცა, მანამდე, ინტერნეტში დაანონსებული სეზონიდან ახალი კადრები გავრცელდა.

მე-5 სეზონში ნაცნობი პერსონაჟების როლს ახალი მსახიობები შეასრულებენ. ლედი დის ელიზაბეთ დებიკი განასახიერებს, ხოლო პრინც ჩარლზის როლში მაყურებელი დომინიკ უესტს იხილავს. რაც შეეხება დედოფლის გმირს, მის როლს იმელდა სტონტონი შეასრულებს.

იმელდა სტონტონი დედოფალ ელისაბედი როლში და ჯონათან პრაისი პრინც ფილიპის როლში
ჯონი ლი მილერი პრემიერ მინისტრ ჯონ მეოჯორის როლში
ლესლი მენვილი პრინცესა მარგარეტის როლში
ოლივია უილიამსი კამილა პარკერის როლში
კლაუდია ჰარისონი პრინცესა ანას როლში