ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი „იპეკიოლი“ საქართველოში ახლა უკვე ორი მაღაზიით არის წარმოდგენილი. ის ადგილობრივ ბაზარზე პირველად ორი წლის წინ გამოჩნდა და ამ დროის განმავლობაში არაერთი ლოიალური მომხმარებელიც შეიძინა.
IPEKYOL-ს საქართველოში Retail Group Georgia წარმოადგენს, რომელიც თბილისის მასშტაბით 30-მდე საერთაშორისო ბრენდის 60-მდე მაღაზიას ფლობს. ბრენდის ახალი მაღაზია 14 ოქტომბერს საბურთალოს სითი მოლში გაიხსნა.


IPEKYOL-ის კოლექციები ფემინური და ელეგანტური სილუეტებით გამოირჩევა. ის დახვეწილი გემოვნების მქონე ქალბატონებს საშუალებას აძლევს შეარჩიონ სამოსი როგორც ყოველდღიური, ისე განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ამ მხრივ, შემოდგომა/ზამთრის კოლექციაც არ არის გამონაკლისი. მასში თავმოყრილია მრავალფუქნციური ნივთები, რომლებშიც გათვალისწინებულია მომენტის ტენდენციები და მოხმარებლის სურვილები. მათ შორის ვხვდებით: ყოველდღიური სტილის სამოსს, მაღალწელიან შარვლებს, ტიულის ქსოვილის ბლუზებსა და ვინტაჟური სტილის პიჯაკებს.


ახალ კოლექციაში ასევე ნახავთ მოდელებს, რომლებიც 1980-იანი და 1990-იანი წლებით არის შთაგონებული და მუდამ აქტუალურ, მარადიულ სტილს განასახიერებს: თრენჩი გამორჩეული დეტალებით, მოხდენილი კაბები და ტვიდის პიჯაკები კლასიკური შტრიხებით. თქვენი ლუქის სრულყოფისთვის IPEKYOL ასევე გთავაზობთ ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს, რომელთა თითოეულ დეტალშიც ბრენდის იდენტობა ვლინდება.