საკლუბო სცენის ლეგენდას – იამაიკელ მოდელს, მომღერალს, მსახიობს – გრეის ჯონსს თავისი ინდივიდუალური ანდროგენული სტილით მრავალი დაუვიწყარი მომენტი შეუქმნია და მისი საშუალებით თავისი არტისტული პერსონა კიდევ უფრო საინტერესო გაუხდია.
გრეისმა კარიერა ნიუ-იორკში მოდელობით დაიწყო, სანამ 1970-იან წლებში პარიზის ეპიცენტრში მოექცეოდა. ის არაერთ დიზაინეთან იყო დაახლოებული, მათ შორის ივ სენ ლორანთან და კლოდ მონტანასთან, თუმცა მისი, როგორც მოდელის ასოციაცია, პირველ რიგში, აზადინ ალაიასთან ხდება. გრეისის კოსტიუმები 1985 წელს გამოსული ჯონ გლენის ფილმისთვის – „ხედი მკვლელობაზე“ სწორედ აზადინის შექმნილია.
Azzedine Alaïa გაზაფხული/ზაფხული 1986 ოტ კუტიური
© Getty Images
ალაიას 1986 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებაზე გრეის ჯონსი ვარდისფერი კაპიუშონიანი კაბით გამოვიდა, რომელიც ტუნისელი დიზაინერის შემოქმედებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. იმავე წელს, იმავე კაბით გრეისი აზადინთან ერთად მოდის ოსკარების დაჯილდოებაზეც გამოჩნდა.