რებეკა მინკოფი პირველი ცნობილი დიზაინერია, რომელიც OnlyFans-ს უერთდება. პლატფორმა 2016 წელს შეიქმნა და მასზე დღესდღეობით 100 მილიონი მომხმარებელია დარეგისტრირებული, მათგან 1 მილიონი კონტენტს ქმნის. კონტენტის სანახავად მომხმარებლებს გარკვეული თანხის გადახდა უწევთ.
რებეკა ახალ კოლექციას ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე წარადგენს და ჩვენების კულისების ფოტოები, ისევე როგორც კონტენტი თემაზე- რას ნიშნავს იყო მეწარმე მოდაში, OnlyFans-ის პლატფორმაზე ექსკლუზიურად განთავსდება.
“როგორც კომპანიას, ჩვენ ყოველთვის გვქონდა სურვილი ვყოფილიყავით თანამედროვე პლატფორმების ნაწილი და უკეთ შეგვძლებოდა მომხმარებლებთან კომუნიკაცია. OnlyFans ჩვენთვის ახალი ბერკეტია გავზარდოთ ლოიალური მომხმარებლების ბაზა და შევთავაზოთ მათ ექსკლუზიური კონტენტი, რომელსაც სხვაგან ვერსად იპოვიან.” განუცხადა რებეკამ BoF-ს.