რაფ სიმონსის ოფიციალურ ინსტაგრამზე დიზაინერის ფეხსაცმლის ახალი ხაზის, RAF SIMONS (RUNNER) – ის გამოშვება დაანონსდა.

View this post on Instagram

RAF SIMONS (RUNNER) COMING SOON

A post shared by Raf Simons Official (@rafsimons) on

როგორც პოსტიდან ვიგებთ, რაფის მიერ დამოუკიდებლად შექმნილი და წარმოებული კედების რვა სხვადასხვა ვერსია, რომელიც ფუნქციას იკვლევს და ფორმას სწავლობს, სპორტული ფეხსაცმელების ტიპურ სილუეტებს ახლებურად წარმოაჩენს, სახელებით კი –  SOLARIS, ANTEI, CYLON, ORION, 2001 – ოპტიმისტურ ფუტურიზმს უკავშირდება.

რაფ სიმონსის და ადიდასის თანამშრომლობით შექმნილი ‘OZWEEGO’

ტექნიკური ინოვაციებით შექმნილი ფეხსაცმელებისთვის ბუნებრივი მასალაა გამოყენებული, მათ შორის: ზამში და ტყავი.

(RUNNER) – ის დებიუტი პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულის ფარგელბში რაფ სიმონსის 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე შედგება.