მსახიობი პრიანკა ჩოპრა თმის მოვლის ახალ ხაზს უშვებს. Anomaly – ასე ჰქვია ახალ ხაზს, რომელიც სილამაზის და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელ კომპანია Maesa-სთან ექსკლუზიური თანამშრომლობის შედეგია. Anomaly ბიუჯეტური ხაზია, რომელიც აერთიანებს შამპუნს, მშრალ შამპუნს, კონდიციონერს და თმის ნიღაბს. აღსანიშნავია, რომ პროდუქცია ეკომეგობრულია და შეფუთვა გადამუშავებული მასალით არის შექმნილი. გარდა ამისა, ბრენდის წარმოებულ პროდუქტებს Cruelty-Free სტატუსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და ფორმულა ცხოველებზე არ გამოუცდიათ. თმის მოვლის ახალი ხაზი შეერთებული შტატების მასშტაბით პირველი თებერვლიდან ეშვება, გლობალურ ბაზარზე კი, წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება. პროდუქტების ფასი დაახლოებით 6 დოლარი იქნება.

ბოლო დროს, პრიანკა ჩოპრას შემოქმედებითი და კარიერული ცხოვრება საკმაოდ აქტიურია. მსახიობმა დაწერა მემუარები, სახელწოდებით Unfinished, რომელიც 9 თებერვალს გამოიცემა. მან ასევე გააფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება Amazon-თან ახალ სატელევიზიო შოუს პროექტზე.