2004 წლიდან, ლუი ვიტონის მაღაზია ლონდონში, სლოანის ქუჩაზე მდებარეობს და ეს სულაც არ არის ის ადგილი, სადაც ელოდები, რომ ფრანგულ მოდის სახლის მაღაზიას გადააწყდები, მაგრამ აღდგენისა და განახლების შემდეგ, შენობას მოულოდნელი შესაბამისობა აღმოაჩნდა.

(Vogue.co.uk)

‘’ხალხს უნდოდა რომ გადავსულიყავით!’’ განაცხადა ლუი ვიტონის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მაიკლ ბერკმა ‘’ამბობდნენ, რომ უშნო იყო და ვიქტორიანა ან რაიმე მსგავსი გვჭირდებოდა. მოდით ვაღიაროთ, სენტრ ფოინთის და ბობურგის მსგავსად, ეს ის შენობაა, რომელიც ხალხს სძულს.’’ ბერკმა გადაწყვიტა შენობისთვის პირველადი 60-იანების სტილის მახასიათებლები აღედგინა. ‘’ნახატის აღდგენას გავდა ან უფრო რომაული ბიუსტის გამოყვანას’’.

(Vogue.co.uk)

ისტორიაში ჩაღრმავება ახლის შესაქმნელად თანაბრად ჰარმონიულია იმ ორი დიზაინერის შემოქმედებაში, რომელთა ნამუშევრებიც ამ ადგილს დაიკავებენ.

ნიკოლას ჟესქიერი, რომლის ბოლო კოლექციაც პომპიდუს ცენტრში ჩატარდა  და იმ ჯგუფებს მიეძღვნა, რომლებიც 80-იანებში ამ შენობის გარშემო შეუმჩნევია დიზაინერს; ვირჯილ აბლოს ხედვა პოსტ-მოდერნული ირონიით კი ძალიან ფუტურისტულია.

‘’მათ ორივეს ერთი ფეხი წარსულში უდგამთ, ხოლო მეორე მომავალში. ამით კი ისინი ჩვენ დროში ერთი ნაბიჯით წინ არიან. შენობაშიც ასეა’’- ამბობს ბერკი.

(Vogue.co.uk)