10 დღე რჩება სამეფო კარის თამაშების მერვე სეზონის დაწყებამდე, თუმცა მანამდე პოპულარული სერიალის მსახიობები ნიუ-იორკში შეიკრიბნენ და დახურულ სივრცეში ფინალური სეზონის პრემიერა მოაწყვეს. წითელ ხალიჩაზე სერიალის თითქმის ყველა მთავარი გმირი იმყოფებოდა, გთავაზობთ გამორჩეულებს.

ემილია კლარკი -დრაკონების დედა ვალენტინოს უახლესი კოლექციით გამოჩნდა

ვალენტინო 2019 წლის შემოდგომა/ზამთარი

როუზ ლესლი & კიტ ჰარინგტონი-სერიალის ვარსკვლავური წყვილი წითელ ხალიჩაზე. როუზის კაბა: ოსკარ დე ლა რენტა

ოსკარ დე ლა რენტა 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული

მეიზი უილიამსი და სოფი ტერნერი (სტარკები) მიუ მიუს და ლუი ვიტონის კაბებში

გუენდოლინ კრისტი ირის ვან ჰერპენის ოტ კუტიურში

ირის ვან ჰერპენი 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული

ნატალი დორმერი არმანის კაბაში

არმანი შემოდგომა/ზამთარი 2019

სერიალი 2011 წლის 17 აპრილს გამოვიდა. მერვე ( ფინალური) სეზონის მსოფლიო პრემიერა 2019 წლის 14 აპრილს შედგება.