მოდის ინდუსტრია შემოქმედებითი სფეროა და რადგან შემოქმედებით სფეროში არ არსებობს საზღვრები, მისი შეფასებისას ნებისმიერი სიახლის და კონცეფციის მიმართ მიმღებლობა მნიშვნელოვანია. თუმცა, ზოგჯერ დიზაინის იდეა მაინც საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება – მაგალითად ფეხსაცმელები, რომელთა დიზაინზეც ბეატე კარლსონმა იმუშავა. ბეატე ნიუ იორკში მოღვაწე, 25 წლის მულტიმედიური არტისტი და დიზაინერია, რომელიც კონცეპტუალურ სამოსს და აქსესუარებს ქმნის.
The Bloody Feet – ასე ჰქვია კოლექციას, რომელსაც ინტერნეტში მარჯიელას საკულტო ტაბის ექსტრემალურ ვერსიადაც მოიხსენიებენ. ბეატე კარლსონი AVAVAV–ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია და ეს კოლექციაც სწორედ ამ ბრენდისათვის შეიქმნა. გარდა კონცეპტუალური დიზაინისა, AVAVAV ეკომეგობრული მიდგომითაც გამოირჩევა. თითოეული სამოსი ძვირფასი ქსოვილის ნარჩენებისა და გამოყენებული მასალის გადამუშავების შედეგად იქმნება და ლიმიტირებული რაოდენობით ეშვება წარმოებაში.