Jonas Brothers-ის კონცერტის მსვლელობისას, ბენდის ერთ-ერთი წევრი, ნიკ ჯონასი სცენაზე SITUATIONIST-ის კოსტიუმით გამოჩნდა. ამერიკელმა მომღერალმა ქართული ბრენდის 2022/2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან ერთ-ერთი მოდელი მოირგო. ჯონასის იმიჯზე სტილისტმა სიდნი ლოპესმა იზრუნა.

SITUATIONIST ერთ-ერთი ის ქართული მოდის სახლია, რომელიც საკმაო ცნობადობით სარგებლობს საერთაშორისო ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბრენდის სამოსში სხვადასხვა სფეროს ვარსკვლავი ვიხილეთ. SITUATIONIST-ის კოსტიუმები სხვადასხვა დროს ეცვათ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც, მაგალითად, ბელა ჰადიდი და კიმ კარდაშიანი არიან.

შეგახსენებთ, რომ ბრენდის დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი ირაკლი რუსაძეა.