“სოთბის” აუქციონზე (Sotheby’s) საკმაოდ უნიკალური ნივთები გაიყიდება. საუბარია მე-17 საუკუნით დათარიღებულ ორ სათვალეზე, რომლებიც სრულყოფილ საიველირო ნაკეთობებს წარმოადგენენ. ერთ-ერთ მათგანს შუშის მაგივრად ბრილიანტები აქვს, ხოლო მეორეს – ზურმუხტის თვლები.

როგორც ცნობილია, ამ აქსესუარების წარმომავლობის ადგილად დიდ მოგოლთა იმპერია მიიჩნევა, რომელიც სამხრეთ აზიაში მდებარეობდა. ნაკეთობების იშვიათი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ისინი სამეფო დინასტიის წარმომადგენლებს ეკუთვნოდა. გარდა სიძველისა და ნივთების ღირებულებისა, სათვალეებს საკმაოდ საინტერესო დანიშნულებით იყენებდნენ – მფლობელებს სჯეროდათ, რომ მათი ტარებისას ბოროტ ძალებს აირიდებდნენ და სულიერად გასხივოსნდებოდნენ.

აუქციონი 2021 წლის ოქტომბერში გაიმართება. როგორც სოთბის აუქციონის სახლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ნაკეთობების ფასი სავარაუდოდ 3,5 მილიონ დოლარს მიაღწევს. ექსპერტების შეფასებით, ნივთს უნიკალურობას სძენს კიდევ ერთი დეტალი – მისი დიზაინი. როგორც სოთბის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უწოდა, ეს ნაკეთობა ევროპული და ინდური ესთეტიკისა თვალსაჩინოდ ჰარმონიული ნაზავია.